ავტორი:

"მიეცით მას ოქროს ბურთი" - კვარაცხელიას დუბლი და შთამბეჭდავი სოლო გოლი: ქართველის მორიგი დიდებული თამაში და ფანების გამოხმაურება (ვიდეო)

"მიეცით მას ოქროს ბურთი" - კვარაცხელიას დუბლი და შთამბეჭდავი სოლო გოლი: ქართველის მორიგი დიდებული თამაში და ფანების გამოხმაურება (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატის "ლიგა 1"-ის მორიგი ტური გაიმართა, სადაც პსჟ "ნანტს" დაუპირისპირდა.

  • მატჩი შესანიშნავად ჩაატარა პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ - მან დუბლი მიითვალა. ჯერ მე-13 წუთზე ზუსტად გამოიყენა 11-მეტრიანი, ხოლო შემდეგ 50-ე წუთზე, რამდენიმე ფეხბურთელს შორის გაძვრა და შთამბეჭდავი სოლო გოლი გაიტანა.

პსჟ-დან თავი გამოიჩინა დეზირე დუემაც. საბოლოოდ პარიზელებმა "ნანტი" 3-0 დაამარცხეს.

ხვიჩას თამაშს აღფრთოვანებული ფანების კომენტარები მოჰყვა:

"ეს ბიჭი უბრალოდ შეშლილია",

"მიეცით მას ოქროს ბურთი",

"უბრალოდ ცეკვავს მოედანზე",

"ასეთ ლამაზ ფეხბურთს ახლა არავინ თამაშობს"მ - წერენ ფანები.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 42 მატჩში 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

პსჟ "ლიგა1"-ში 66 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ "ლანსს“ 4 ქულით უსწრებს.