ავტორი:

მოედანზე ის საუკეთესო იყო - რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ნანტთან" მატჩში?

მოედანზე ის საუკეთესო იყო - რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ნანტთან" მატჩში?

საფრანგეთის ჩემპიონატის "ლიგა 1"-ის მორიგი ტური გაიმართა, სადაც პსჟ "ნანტს" დაუპირისპირდა.

მატჩი შესანიშნავად ჩაატარა პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ - მან დუბლი მიითვალა. ჯერ მე-13 წუთზე ზუსტად გამოიყენა 11-მეტრიანი, ხოლო შემდეგ 50-ე წუთზე, რამდენიმე ფეხბურთელს შორის გაძვრა და შთამბეჭდავი სოლო გოლი გაიტანა.პსჟ-დან თავი გამოიჩინა დეზირე დუემაც. საბოლოოდ პარიზელებმა "ნანტი" 3-0 დაამარცხეს.

ანალიტიკური პორტალის, flashscore-ის მიხედვით, მოედანზე საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო. "კვარას" თამაში მაქსიმალური 10 ქულიდან 9,0 ქულით შეფასდა. Sofascore-ის მიხედვით კი ხვიჩას თამაში 9,5 ქულით შეფასდა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 42 მატჩში 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.