ავტორი:

"ფეხებზე თმას იპარსავს... მე კაცი მაინც ვარ, საქართველოში უნდა წავიდეს, ნამდვილ კაცებთან ერთად იაროს, იქ კაცობის სხვა დონეა" - ცარუკიანი თოფურიას აკრიტიკებს

"ფეხებზე თმას იპარსავს... მე კაცი მაინც ვარ, საქართველოში უნდა წავიდეს, ნამდვილ კაცებთან ერთად იაროს, იქ კაცობის სხვა დონეა" - ცარუკიანი თოფურიას აკრიტიკებს

საზოგადოებისთვის ცნობილია UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიასა და სომეხი მებრძოლის, არმან ცარუკიანის დაპირისპირების შესახებ. რამდენიმე დღის წინ ცარუკიანზე ილიამ ისაუბრა, ხოლო ამჯერად არმანმა "შეამკო" მეტოქე.

  • ცარუკიანმა ილია თოფურიასთან დაკავშირებით არიელ ჰელვანთან ინტერვიუში ისაუბრა.

არმან ცარუკიანი:

"ის ამბობს, რომ მე X-ზე დავწერე, თითქოს რაღაცას ვუპირებდი. ეს ოლივეირასთან ბრძოლამდე იყო. მე მასზე არ დამიწერია, რომ რამეს ვუპირებდი. მან თქვა, რომ როცა შევხვდით, სილა გამაწნა, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. მან უბრალოდ იცრუა. ის ცრუობს და მოიტყუა იმის შესახებაც, რომ თითქოს მე ტვიტერზე განგსტერი ვარ. მე განგსტერი კი არა, კაცი ვარ, ის უკანალს იპარსავს, იპარსავს ხელებს, ფეხებს, მე კაცი მაინც ვარ და ამას არ ვაკეთებ."

წამყვანის კითხვას, თუ საიდან იცის, რომ ილია ამას აკეთებს, ცარუკიანმა უპასუხა:

"თუ მის ვიდეოებს ნახავ, ფეხებზე თმა არ აქვს, როგორ ფიქრობ, უკანალზე ექნება?!"

  • მანვე აღნიშნა, რომ თოფურია "საქართველოში უნდა წავიდეს და "ნამდვილ კაცებთან ერთად იაროს, რადგან საქართველოში კაცობის სხვა დონეა".

"მაიამის ნაცვლად საქართველოში უნდა წავიდეს, მაიამიში ცუდი გამოცდილება ჰქონდა, საქართველოში უნდა წავიდეს, იქ დარჩეს და ნამდვილ კაცებთან ერთად იაროს. საქართველოში კაცობის სხვა დონეა. თუ ზედა წონაში ავა, პრობლემა არ არის. ის ავა ზევით, ისლამი დაამარცხებს. მერე დაბლა ჩამოვა და მე ვცემ, რის შემდეგაც UFC უბრალოდ გაუშვებს.

რაც შეეხება იმას, რომ ყბას მომტეხს, რაც უნდა ის ქნას. უბრალოდ ბრძოლას დათანხმდეს, რატომ გარბიხარ თუ ასეთი თავდაჯერებული ხარ? ჰოდა, მოაწერე კონტრაქტს ხელი ამ ბრძოლის შემდეგ და ნუ ახვალ წონაში, დარჩი და მცემე, რადგან იოლი მეტოქე ვარ, რატომ გინდა წონაში ასვლა?! ისე იქცევა თითქოს ხელშეუხებელი და სუპერვარსკვლავია, სინამდვილეში კი არ არის. მე მას მიწაზე დავაბრუნებ", - თქვა არმან ცარუკიანმა.

  • როგორც აღვნიშნეთ, არმანის ამ ინტერვიუმდე მასზე ილია თოფურიამ ისაუბრა, მეტოქე გააკრიტიკა და თქვა, რომ სერიოზულ კონკურენტად არ მიიჩნევს.

"დაწყნარდი, არმან. წადი, ჭიდაობის ტურნირებზე იჭიდავე ან "სტრიმერობას" მიჰყავი ხელი, პატარა ნაძირალა. ეგ ტიპი იდიოტია, გამოშტერებული. საერთოდ არ მაინტერესებს ეგ კაცი.

ვერ ვიტან, როცა ხალხი მდიდრად ასაღებს თავს და ფულს აფრიალებს. ბიჭო, მდიდარიც კი არ ხარ, მამაშენის ფულებს ხარჯავ და არა შენს ნაშრომს. გაოგნებული ვარ, ასეთი სულელი როგორ უნდა იყო.

ცარუკიანი ჯერ კიდევ ბავშვია და ჩემს დონემდე ბევრი აკლია. ოქტაგონზე თუ შევხვდებით, პირველივე რაუნდში ყბას მოვუტეხ", - თქვა თოფურიამ