მექსიკელი სილამაზის კონკურსის მონაწილე მისსავე ვილაში გარდაცვლილი იპოვეს. მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. პოლიცია ეჭვობს, რომ საქმეში ოჯახის ახლო წევრია გარეული.

ოფიციალური პირების განცხადებით, იმ დღეს საცხოვრებელ კომპლექსში გასროლის ხმა ან რაიმე საეჭვო გარემოება არ დაფიქსირებულა. მეხიკოს პროკურატურა საქმეს “განზრახ მკვლელობის“ მუხლით განიხილავს, ეჭვმიტანილთა შორის მისი დედამთილიც მოიაზრება. პოლიციის ინფორმაციით, სროლის მომენტში გომესი სახლში მეუღლესთან და დედამთლითან, ერიკა მარიასთან ერთად იმყოფებოდა.

პოლიციის თქმით, სასიკვდილო სროლის შესახებ შეტყობინება 16 აპრილამდე არ გაკეთებულა. სწორედ ამ გარემოებამ გააჩინა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ დასჭირდათ სამართალდამცველთა ინფორმირებისთვის ამდენი დრო.
ამ დროისთვის მკვლელობასთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ. გამომძიებლები დანაშაულის ადგილზე სასამართლო ექსპერტიზას ატარებენ.

სამოქალაქო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ სილამაზის კონკურსანტის მკვლელობა ფემიციდად გადაკვალიფიცირდეს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) განმარტებით, ფემიციდი არის „განზრახ მკვლელობა გენდერული მოტივაციით“. სააგენტოს თქმით, ის განსხვავდება ჩვეულებრივი მკვლელობისგან, სადაც მოტივაცია შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული სქესთან.

გომესი 2017 წელს ქვემო კალიფორნიაში "Miss Teen Universe"-ის გამარჯვებული გახდა. მან ახლახან აღნიშნა დაბადების დღე და სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოებიც გაავრცელა.
იხილეთ ასევე:
.