25 აპრილს, აშშ-ის დროით დაახლოებით საღამოს 8:40 წუთზე, ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში სროლის ხმა გაისმა. სასტუმროში თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიური ვახშამი მიმდინარეობდა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი, დონალდ და მელანია ტრამპები ესწრებოდნენ.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, დარბაზში მყოფი სტუმრები სროლის ხმის გაგონებისას ცდილობენ მაგიდის ქვეშ დაემალონ პოტენციურ საფრთხეს.
სამართალდამცავებმა დააკავეს კალიფორნიელი, 31 წლის კოულ ტომას ალენი. ის შეიარაღებული იყო რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე რამდენიმე დანით.

თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და ფედერალურ ოფიცერზე თავდასხმაში.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა. მან სამართალდამცველები შეაქო "ფანტასტიკური" და სწრაფი მუშაობისთვის. თქვა, რომ ეს იყო :მკვლელობის მცდელობა, ხოლო თავდამსხმელს "ძალიან ავადმყოფი ადამიანი" უწოდა.
ინფორმაცია განახლდება