ვაშინგტონში, სასტუმრო "ჰილტონში" ვახშმის დროს განხორციელებული თავდასხმისას დაკავებული პირის შესახებ დამატებით დეტალები ხდება ცნობილი. მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 31 წლის კალიფორნიელი მამაკაცი, კოულ ტომას ალენი. ცნობისთვის ამ ვახშამს აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი - დონალდ და მელანია ტრამპები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირები ესწრებოდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას უწოდა "ძალიან შეშლილი ადამიანი“ და "გიჟი“. დაკავების შემდეგ ალენი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად. დაკავებისას ის არ დაშავებულა.
რაც შეეხება მოტივს, ოფიციალურად მოტივი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. ტრამპმა მომხდარი შეაფასა როგორც "მისი მკვლელობის მორიგი მცდელობა". თუმცა სამართალდამცველები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ თავდასხმის კონკრეტული სამიზნე ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
თავდამსხმელის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა.