23 აპრილს თბილისის ცენტრში, ნაქირავებ ბინაში მკვლელობა მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 23 აპრილს, თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე ბინაში, ბრალდებულმა, ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით ( განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულმა ქალი სოციალურ ქსელში გაიცნო. 23 აპრილის ღამეს მას ბინაში ესტუმრა, რა დროსაც დანით მოკლა.
“ივერი ელიავა თავს დაესხა აზერბაიჯანის მოქალაქე ქალბატონს, ირადა გულიევას და მას მრავლობით დაზიანებეი მიაყენა კისრისა და თავის არეში დანით, რის შემდეგაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული გამოცხადა პოლიციის განყოფილებაში ბრალის აღიარებით,“ - აცხადებს პროკურატურა.
მათივე ინფორმაციით, მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს არ იცნობდნენ. მათ ერთმანეთი ერთ-ერთ საიტზე გაიცნეს, რის შემდეგაც ქალმა მის ბინაში დაბატიჟა.
მკვლელობის მოტივად ფინანსური სარგებელი სახელდება. თუმცა, ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ფინანსური მოტივი მკვლელობის მიზეზი არ ყოფილა.
20 წლის კაცს 15 წადე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
იხილეთ ასევე: