საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება.
“ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი”, - აღნიშნავს საპატრიარქო სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არჩევის წესს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება აწესრიგებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მკაფიოდ არის განსაზღვრული წესები, რომლითაც ახალი პატრიარქი ირჩევა. დღეს მოქმედი დებულების თანახმად:
პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა.
ასევე, პატრიარქობისთვის აუცილებელი კრიტერიუმია საღვთისმეტყველო განათლება.
ესენი არიან:
დანარჩენი მღვდელმთავრებიდან, რომელთაც აქვთ სასულიერო განათლება (დანიელი, აბრაამი, ანანია, ზოსიმე, გიორგი შალამბერიძე და იოანე გამრეკელი), ყველა 70 წელს ზემოთ ასაკისაა, რის გამოც ისინი ვერ ხვდებიან ორივე კრიტერიუმის თანაკვეთაში, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე არ შეიცვალა სინოდის დაგეგმილ სდომაზე, რომელზეც უნდა შეირჩეს პატრიარქობის 3 კანდიდატი.
არსებული ინფორმაციით, შესაძლოა სწორედ ამ სხდომაზე მოხდეს კანდიდატობის არსებული კრიტერიუმების დაზუსტება.
პატრიარქის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 17 მარტს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
იხილეთ ასევე: