წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს. ასევე, დაასახელებს გაფართოებული კრების თარიღს.
“სინოდის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II - ის პანაშვიდი იმსახურეს და სხდომა დაიწყო,“ - წერს ანდრია ჯაღმაიძე.



“კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა. რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! - სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით“, - განაცხადა სხდომის დაწყებამდე ანდრია ჯაღმაიძემ.


პატრიარქის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
იხილეთ ასევე: