ავტორი:

ხვიჩას ქართული დუბლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სულ კი მატჩში 9 გოლი - პსჟ-მ "ბაიერნი" უმძიმეს დაპირისპირებაში 5:4 დაამარცხა

ხვიჩას ქართული დუბლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სულ კი მატჩში 9 გოლი - პსჟ-მ "ბაიერნი" უმძიმეს დაპირისპირებაში 5:4 დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში პსჟ -მ "ბაიერნს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:4 დაამარცხა.

გუნდები ასეთი ძირითადი შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

  • პსჟ - საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, დუე, კვარაცხელია, დემბელე.
  • "ბაიერნი" - ნოიერი, დევისი, ტა, უპამეკანო, სტანიშიჩი, პავლოვიჩი, კიმიხი, დიასი, მუსიალა, ოლისე, კეინი.

შეხვედრა "პარკ დე პრენსზე" თბილისის დროით 23:00 საათზე გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. მე-17 წუთზე მას მერე, რაც პსჟ-ს ძალიან სწრაფი შეტევა, რომელშიც კვარაცხელიაც მონაწილეობდა, გერმანელებმა ჩაშალეს, პარიზელების საჯარიმო მოედანზე მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა. დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჰარი კეინმა უშეცდომოდ შეასრულა და ანგარიში გაიხსნა.

24-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან შეტევა წამოიწყო, ინდივიდუალური ტექნიკის ხარჯზე შევიდა "ბაიერნის" საჯარიმოში და ულამაზესი გოლი გაუტანა ნოიერს - შედეგად, ანგარიში 1:1 გახდა.

34-ე წუთზე პსჟ-მ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა - ამჯერად ნოიერის კარში ნევეშის თავით დარტყმული ბურთი წავიდა. ჩვენი დროის ლეგენდამ შორეულ კუთხეში დარტყმულ ბურთს ვერ მისწვდა.

41-ე წუთზე კი "ბაიერნმა" ოლისეს გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის მიწურულს კი უკვე თერთმეტმეტრიანი "ბაიერნის" კარში დაინიშნა, თავისი შანსი გამოიყენა დემბელემ და პირველი ტაიმის ანგარიში 3:2 დააფიქსირა.

მე-2 ტაიმი "ბაიერნის" სეტევბით დაიწყო, თუმცა აშკარად ნაკლები სიმწვავით. მალევე კიდევ ერთი დრიბლინგით მოახერხა ხვიჩამ მეტოქის საჯარიმოში შესვლა, სადაც, სამწუხაროდ, დაეცა, პსჟ თერთმეტმეტრიანს ითხოვდა, თუმცა მსაჯმა მომენტი ვარზეც კი არ გადაამოწმა.

56-ე წუთზე "კვარამ" მორიგი საოცარი გოლი გაიტანა და შედეგად ანგარიში 4:2 გახდა.

58-ე წუთზე დუბლი უკვე დემბელემ შეასრულა, დალაშქრა რა კდიევ ერთხელ ნოერი კარი და ანგარიში 5:2 -მდე გაზარდა.

მცირე დაბნეულობის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ "ბაიერნი" ადვილად არაფრის დათმობას აპირებდა - 65-ე წუთზე პსჟ-ს კარში ბურთი უპამეკანომ გაიტანა. 68-ე წუთზე კი საფონოვს უკვე დიასმა გაუტანა და ანაგრიში გახდა 5:4.

საბოლოოთ მატჩი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

კვარაცხელია ლუის ენრიკემ 82-ე წუთზე შეცვალა.

ფაქტია, ჩვენებურს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა.

წაიკითხეთ ასევე:

"ის, როგორც აცეკვებს მცველს, სულ სხვა დონეა... არის არაპროგნოზირებადი და აქვს სითავხედე, ამას დადებით კონტექსტში ვგულისხმობ" - რუნი "კვარაზე"