"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, უეინ რუნიმ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-სა და "ბაიერნის" მატჩი (5:4) შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
რუნის თქმით, ქართველი გამორჩეული თვისებების მქონე ფეხბურთელია.
"ამ ბიჭზე უნდა ვისაუბროთ. ის, რაც კვარაცხელიამ "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის - ეს ხასიათია. ნახევარფინალში ორი გოლის გატანა დიდებული ამბავია, მაგრამ ის, როგორც აცეკვებს მცველს და მას არანაირ შანსს არ აძლევს, ეს სულ სხვა დონეა. ის არის პირდაპირი, არაპროგნოზირებადი და აქვს სითავხედე, ამას დადებით კონტექსტში ვგულისხმობ. თავადაც იცის, რომ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა რუნიმ.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში პსჟ -მ "ბაიერნს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
კვარაცხელია 84-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა - უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 14 შეხვედრაში 10 გოლი და 5 საგოლე პასი.
წაიკითხეთ ასევე: