ავტორი:

"მისი სახელი ოქროს ასოებით დაწერეთ" - პარიზელების ტაში ხვიჩა კვარაცხელიას, აღფრთოვანებული ფანების გამოხმაურებები: რა შეფასება მიიღო მან "ბაიერნთან" მატჩში?

"მისი სახელი ოქროს ასოებით დაწერეთ" - პარიზელების ტაში ხვიჩა კვარაცხელიას,  აღფრთოვანებული ფანების გამოხმაურებები: რა შეფასება მიიღო მან "ბაიერნთან" მატჩში?

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში პსჟ -მ "ბაიერნს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:4 დაამარცხა.

გუნდები ასეთი ძირითადი შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

  • პსჟ - საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, დუე, კვარაცხელია, დემბელე.
  • "ბაიერნი" - ნოიერი, დევისი, ტა, უპამეკანო, სტანიშიჩი, პავლოვიჩი, კიმიხი, დიასი, მუსიალა, ოლისე, კეინი.

თამაში ფეხბურთის მოყვარულებისთვის ნამდვილი ზეიმი გამოვიდა. მატჩში საერთო ჯამში 9 გოლი გავიდა. პარიზელებმა 5-4 მოიგეს. პსჟ-ს ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 2 გოლი გაიტანა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

პარიზელმა ქომაგმა "კვარა" მოედნიდან დამსახურებული აპლოდისმენტებით გააცილა.

სოციალურ ქსელებში კი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებული გულშემატკივრის კომენტარები არ წყდება:

  • "ამ ბიჭის სახელი ოქროს ასოებით წერეთ",
  • "იტალიელებო, ამ ბიჭის გაშვების გამო თქვენთვის ჩემპიონთა ლიგის ყურება საზიანო გახდა",
  • "ის რაღაც სხვა დონის ფეხბურთს თამაშობს",
  • "არის რამე, რისი გაკეთებაც ამ ბიჭს არ შეუძლია? კვარაცხელია აბსოლუტურად დაუნდობელია! თითქმის ყველა თამაშში გოლი გააქვს, ფეხებში რაღაც მაგია აქვს"
  • "ხვიჩა ჩვენს თვალწინ ისტორიას წერს", - წერენ ფანები კომენტარებში.

საფრანგეთის ჩემპიონატის, "ლიგა 1"-ის გვერდი ფეისბუქში კი კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს წარწერით - "UEFA-ს კვარაცხელიას ლიგა". მსგავსი შეფასებები ფეხბურთის გულშემატკივარს ახსოვს, თუმცა მაშინ მთავარ როლში კრიშტიანუ რონალდუ იყო და ხშირად ფანები ჩემპიონთა ლიგას, უეფას რონალდუს ლიგას უწოდებდნენ.

ანალიტიკური ვებგვერდის flashcore-ის მიხედვით, კვარაცხელიას თამაში 8,5 ქულით შეფასდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა. მისი შეფასება 8,8 ქულაა.