ავტორი:

"კვარაცხელია ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია" - კლარენს ზეედორფი

"კვარაცხელია ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია" - კლარენს ზეედორფი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პსჟ-მა "ბაიერნს" საკუთარ მოედანზე 5:4 სძლია. მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა პარიზელთა ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც დუბლი მიითვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ Amazon Prime-თან ჩვენებურის შესახებ ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა ისაუბრა და ხვიჩას ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

"კვარაცხელია ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და მისი თამაში მხოლოდ უმჯობესდება. არ ვიცი, დარჩება თუ არა მარცხენა ფლანგზე, სივრცეების პოვნა ცენტრშიც შეუძლია, რადგან ის ძალიან ინტელექტუალური მოთამაშეა და გამოსავალს ყველა სიტუაციაში იპოვის.

რუნის გავს. რთულ მომენტებში ნახევარდაცვასაც ეხმარება და ეს გუნდისთვის დამატებითი პლუსია. ხვიჩა უბრალოდ წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელია", - თქვა ზეედორფმა.

იხილეთ ასევე: