ავტორი:

დახვრეტა ან ბლაგვი საგნით ცემა სიკვდილამდე - რის გამო დასაჯეს სკოლის მოსწავლეები და ზრდასრულები ჩრდილოეთ კორეაში: შოკისმომგვრელი ანგარიში

დახვრეტა ან ბლაგვი საგნით ცემა სიკვდილამდე - რის გამო დასაჯეს სკოლის მოსწავლეები და ზრდასრულები ჩრდილოეთ კორეაში: შოკისმომგვრელი ანგარიში

ახლახან გამოქვეყნებული გამაოგნებელი ანგარიშებიდან ნათელი ხდება ის მიზეზები, რომელთა გამოც ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინი სიკვდილით დასჯის ბრძანებებს გასცემს. მოქალაქეებს ისეთი უმნიშვნელო “დანაშაულებისთვისაც“ კი კლავენ, როგორიც მაგალითად პოპ-მუსიკის მოსმენა ან უზენაესი ლიდერის თანდასწრებით ჩაძინება წარმოადგენს.

  • სიკვდილით დასჯა “შეცდომებისა“ და “დაუმორჩილებლობისთვის“

ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი მეურნეობის მენეჯერი მას შემდეგ დასაჯეს სიკვდილით, რაც მან სახელმწიფო საწარმოში შეცდომით კუს ყველა ნაშიერი დაიხოცა.

ზოგიერთ შემზარავ შემთხვევაში, პატიმრებს ფარულად, შენობის შიგნით, ბლაგვი საგნებით კლავდნენ, სხვებს კი საჯაროდ, დახვრეტის გზით უსწორდებოდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა თავდაცვის მინისტრს, ჰიონ იონ ჩოლს უკავშირდება. სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, თანამდებობის პირი 2015 წელს ასეულობით ადამიანის თვალწინ საზენიტო დანადგარით დახვრიტეს. სასჯელის მიზეზად კიმის თანდასწრებით გამართულ ღონისძიებაზე ძილი დასახელდა, რაც ბრძანებების “შეუსრულებლობად და ურჩობად“ შეფასდა.

  • ბრძოლა უცხოურ კულტურასთან და ტექნოლოგიებთან

სიკვდილით დასჯა ემუქრებათ მათაც, ვინც უბრალოდ სამხრეთ კორეაში დარეკვას გაბედავს. “Daily NK“ -ის ინფორმაციით, 49 წლის ინჟინერი საზღვარგარეთ კონტაქტის გამო სიკვდილით დასაჯეს, მისი ოჯახი კი დააპატიმრეს.

რეჟიმი სასტიკად უსწორდება ხელოვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებსაც

ორკესტრის ხელმძღვანელი: “პორნოგრაფიის კანონების დარღვევის“ ბრალდებით დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

ქრისტიანი ქალი: 33 წლის რი ჰიონ ოკი ბიბლიის გავრცელების გამო საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით, მისი ოჯახი კი მეორე დღესვე პოლიტიკურ საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს.

  • “კალმარის თამაში“ და K-pop – სასიკვდილო განაჩენის მიზეზი

“Amnesty International“ -ის მიერ შეგროვებული ჩვენებები მოწმობს, რომ რეჟიმი სკოლის მოსწავლეებსაც კი არ ინდობს. ბავშვებს საჯაროდ აბუჩად იგდებენ, აპატიმრებენ ან ხვრეტენ სამხრეთ კორეული ტელეარხების ყურებისა თუ K-pop (სამხრეთ კორეული მუსიკალური ჯგუფი) -ის მოსმენისთვის.

ისეთი პოპულარული დრამების ყურება, როგორიცაა “Crash Landing on You“ ან “Squid Game“ უმკაცრეს სასჯელს ითვალისწინებს. მაგალითად, 2021 წელს “კალმარის თამაშის“ ნახვის გამო რამდენიმე სტუდენტი დასაჯეს სიკვდილით.

  • ტერორი როგორც მართვის იარაღი

ათწლეულების განმავლობაში რეჟიმი სპეციალურ დანაყოფს “ჯგუფი 109“ იყენებს, რომელიც უცხოური კონტენტის აღმოსაჩენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სახლების, ჩანთების ჩხრეკას ატარებენ და მობილურ ტელეფონებს ამოწმებენ.

საჯარო დასჯის მეთოდს ხელისუფლება საზოგადოების დასაშინებლად და “გამოსაფხიზლებლად“ იყენებს. ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებს, რომ სიკვდილით დასჯის საყურებლად ათიათასობით ადამიანი შეკრიბეს, რათა მათთვის “ჭკუა ესწავლებინათ“.

წყარო

იხილეთ ასევე: