ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი და რეჟისორი, ოლივია უაილდი, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი დახვეწილი ფიგურითა და სილამაზით, თუმცა მისმა ბოლო გამოჩენამ წითელ ხალიჩაზე თაყვანისმცემლები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ააღელვა.

ფოტო და ვიდეო კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ელვისებურად გავრცელდა, 42 წლის მსახიობი ძალიან გამხდარი ჩანს. ინტერნეტმომხმარებლები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოლივია კიდევ ერთი მსხვერპლია იმ საშიში ტრენდისა, რასაც "გახდომის ელექსირს“ – ოზემპიკს უწოდებენ.

"მისი სახე თითქმის გამოფიტულია. ეს აღარ არის უბრალოდ სიგამხდრე, ეს განგაშის საფუძველია“, – წერენ სოციალურ ქსელებში.
საკითხს გამოეხმაურა ცნობილი ამერიკელი ექიმი ჯესი მორსიც. მისი თქმით, ოლივიას სახეზე აშკარად იკვეთება ფენომენი, რომელსაც მედიცინაში უკვე "ოზემპიკის სახეს“ (Ozempic face) უწოდებენ. ეს არის სახის კანქვეშა ცხიმის სწრაფი დაკარგვა, რაც კანს ელასტიურობას ართმევს და ადამიანს ნაადრევად აბერებს.
ექიმი მორსი აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ამ პროცესის შეჩერება ან უკან დაბრუნება თითქმის შეუძლებელია. სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციაა, რომ მსგავსი პრეპარატების მიღებისას (თუ ეს აუცილებელია) ადამიანებმა მკაცრად აკონტროლონ ცილების რაოდენობა და უნდა დაკავდნენ ძალისმიერი ვარჯიშებით, რათა კუნთოვანი მასა და კანის სტრუქტურა შეინარჩუნონ.
საინტერესოა, რომ ვიზუალური ცვლილებების ფონზე, ოლივია უაილდის კარიერა ახალ სიმაღლეებს აღწევს. მისი ახალი რეჟისორული ნამუშევარი The Invite, რომელიც 26 ივნისიდან გამოვა ეკრანებზე, კრიტიკოსებმა უკვე დადებითად შეაფასეს – Rotten Tomatoes-ზე ფილმს ამ დროისთვის 91%-იანი რეიტინგი აქვს.
თუმცა, რის ფასად უჯდება ვარსკვლავს ეს წარმატება? არის თუ არა მისი "გამომშრალი“ ვიზუალი გადატვირთული გრაფიკის ბრალი, თუ ჰოლივუდში გაბატონებულმა წონის დაკლების მავნე მანიამ მასაც ავნო – ეს კითხვა ჯერჯერობით პასუხგაუცემელია.
წაიკითხეთ ასევე: