ავტორი:

თემურ ბაბლუანის ულამაზესი შვილიშვილი "შანელის" ჩვენებაზე - ვინ არის ნასტასია ლეგრანი: გოგონა, რომელიც მოდის აგენტმა პარიზის ქუჩაში აღმოაჩინა

თემურ ბაბლუანის ულამაზესი შვილიშვილი "შანელის" ჩვენებაზე - ვინ არის ნასტასია ლეგრანი: გოგონა, რომელიც მოდის აგენტმა პარიზის ქუჩაში აღმოაჩინა

ორი დღეა, მსოფლიო მოდის მოყვარულების ყურადღება, შანელის საკრუიზო კოლექციის ჩვენებისკენაა მიპყრობილი. ის სოციალურ სივრცეში, მათ შორის, ინსტაგრამზე ერთ-ერთი მთავარი ამბავია. ჩვენება 28 აპრილს გაიმართა. ამ ჩვენებაში ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი მონაწილეობდა. მოდის მოყვარულებმა ის 16 აპრილს ემილიო პუჩის კოლექციის ჩვენებაზეც იხილეს.

კადრები ჩვენებიდან

აპრილის თვე მოდელისთვის საინტერესოდ დატვირთული აღმოჩნდა. ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის სამოდელო კარიერა, ზუსტად ერთი წლის წინ, პარიზში დაიწყო, სადაც დაიბადა და ცხოვრობს. ის ქუჩაში სამოდელო სააგენტო Women-ის აგენტმა აღმოაჩინა...

თავდაპირველად ბაკალავრიატი დაასრულა, დაამთავრა ლიცეუმი, ხოლო სამი წლის შემდეგ სააგენტოს დაუბრუნდა და კონტრაქტი გააფორმა. მას შემდეგ მისი კარიერა სწრაფად განვითარდა: გამოჩნდა მოდის ინდუსტრიის წამყვანი ჟურნალების ყდებზე - WWD, POP Magazine, Harper’s Bazaar, Middle Plane Magazine და Système Magazine. ასევე მონაწილეობდა ედიტორიალურ ფოტოსესიებში: Holiday Magazine, Vogue Italia და Harper’s Bazaar France.

ნასტასიამ მონაწილეობა მიიღო შანელის ექსკლუზიურ საკრუიზო ჩვენებებში - კომოს ტბაზე, ვილა დ’ესტეში და სინგაპურში. პოდიუმზე ისეთი მოდელების გვერდით გამოვიდა, როგორებიც არიან: ბელა ჰადიდი, ნატალია ვოდიანოვა, ლულუ ტენი, მატილდა გვარლიანი, ლოლი ბაჰია, კენდალ ჯენერი და დევა კასელი...

ის აქტიურად მონაწილეობს მოდის კვირეულებში პარიზში, ნიუ-იორკსა და მილანში და თანამშრომლობს წამყვან მოდის სახლებთან: Louis Vuitton, Emporio Armani, Ralph Lauren, Sacai, Khaite, Alaïa, Chanel (5 ჩვენება), Valentino (მაღალი მოდის ჩვენების დახურვა), Isabel Marant, Pucci, Fendi, AMI, Jacquemus (ვერსალში), Moschino, Schiaparelli, Dries Van Noten, Courrèges და სხვა. ნასტასია ასევე იყო Alaïa-ს კამპანიის სახე ლოლი ბაჰიასთან ერთად და მონაწილეობდა COS-ისა და Massimo Dutti-ს სარეკლამო კამპანიებში.

  • ცნობისთვის: 20 წლის ნასატასია ლეგრან-ბაბლუანი კინორეჟისორ თემურ ბაბლუანის ოჯახიდან გახლავთ - მისი შვილიშვილია.

ის რეჟისორის უფროსი შვილის, ოლგა ბაბლუანის (შემეცნებითი მედია პროექტების ავტორი, პროდიუსერი, წამყვანი) შვილია, რომელიც მსახიობს მეორე ქორწინებიდან ჰყავს. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ნასტასიას, როგორც ამბობენ, დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. რომ მისი უნიკალური გარეგნობა და პროფესიონალიზმი კიდევ დიდი წარმატების საფუძველი იქნება. ის, რომ მოდელი თანამშრომლობს ისეთ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან, როგორიც Women-ია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სწრაფ პროგრესს. ეს მოდის ინდუსტრიაში მას მნიშვნელოვანი პოზიციის დამკვიდრების შესაძლებლობას აძლევს.

წაიკითხეთ ასევე: