მსახიობი ოლივია უაილდი გამოეხმაურა წითელ ხალიჩაზე გადაღებულ, ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ის გარეგნული ცვლილების გამო “ბეჭდების მბრძანებლის“ გმირს - გოლუმს შეადარეს.
ვიდეო სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზეა გადაღებული, სადაც 42 წლის მსახიობი კამერის უცნაური კუთხისა და ეფექტის გამო განსხვავებულად გამოიყურებოდა.


უაილდმა განმარტა, რომ ეს ვიზუალური ეფექტი “თევზის თვალის“ ლინზის გამოყენებამ გამოიწვია, რაც გამოსახულებას ცვლის.
მსახიობმა ვიდეო საკუთარ Instagram Stories-ზე გააზიარა და იუმორით შეაფასა. მისი თქმით, კამერასთან ზედმეტად ახლოს იდგა, რაც შეცდომა იყო.
“არ ვიცი, რატომ ვიყავი კამერასთან ასე ახლოს. ეს საჭირო არ იყო,“ - აღნიშნა მან სიცილით.

ვირუსულ ვიდეოს უკვე 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სოციალურ ქსელებში გამოხმაურება არაერთგვაროვანი იყო. ზოგი მომხმარებელი კრიტიკას არ ერიდება და ჰოლივუდში მიმდინარე ტენდენციებზე საუბრობს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოლივია “გასახდომი ელექსირის“ - ოზემპიკის კიდევ ერთი მსხვერპლია.
ბოლო დროს ოლივია უაილდის კარიერა ახალ სიმაღლეებს აღწევს. მისი ახალი რეჟისორული ნამუშევარი The Invite, რომელიც 26 ივნისიდან გამოვა ეკრანებზე, კრიტიკოსებმა უკვე დადებითად შეაფასეს – Rotten Tomatoes-ზე ფილმს ამ დროისთვის 91%-იანი რეიტინგი აქვს.
იხილეთ ასევე: