აშშ-ის შტატ ოჰაიოში ადგილობრივები შიშში ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც დასახლებასთან ახლოს მდებარე ტყეში გიგანტური არსების “ბიგფუტის“ ნაკვალევი შენიშნეს.
როგორც Fox 8-თან თვითმხილველები ჰყვებიან, იდუმალი ურჩხული თავის ნაშიერებთან ერთად გამოჩნდა, საზარლად ყმუის და მისი ნაკვალევი ტყეში მომრავლდა.
ინტერნეტში ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთ ოჰაიოში, ბაკაის შტატის (Buckeye State) ტყეში გადაღებული ფოტოები. უზარმაზარი ფეხის ნაკვალევის სიგრძე 43 სმ სიგრძისაა - რაც შეიძლება 213 სმ სიმაღლის სხეულს შეესაბამებოდეს.
ადგილობრივები ამტკიცებენ რომ იხილეს ის, რომელიც მთლიანად მუქი ბეწვითაა დაფარული.
მოვლენას Ohio Nightstalkers Bigfoot Research Group-ის თანადამფუძნებელი მაიკ მილერი ხელმძღვანელობს.
“ბიგფუტის“ შესახებ ცნობები აღნიშნულ რეგიონში 1978 წლის შემდეგ ვრცელდება.
ამჟამად მოხალისე მკვლევრები ტყეში მოგზაურობენ და არსების დაფიქსირებას ცდილობენ.
იხილეთ ასევე: