ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მედიასთან ისაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მედიასთან ისაუბრა

დიდი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ საუბარი გვქონდა - მიმაჩნია, რომ ეს მართებულია , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომხეთში გამართული ევროპული გაერთიანების სამიტის ფარგლებში უკრაინულ მედიას განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ კომენტარი უკრაინულ მედიასთან გააკეთა.

"ზდიდი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი გვქონდა. მიმაჩნია, რომ ესეც მართებულია “, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეები სამთავრობათშორისო კონსულტაციების გამართვის საკითხზე შეთანხმდნენ.

"ახლა დიპლომატები გადაწყვეტენ, ეს ბრატისლავაში ჩატარდება თუ კიევში. ყველა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. უკვე არსებობს კონკრეტული საკითხები და თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ ესეც კარგი სიგნალია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

იხილეთ ასევე: