ავტორი:

ლაშა ბექაურის ოპერაციამ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში წარმატებით ჩაიარა - რას წერს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პალატიდან?

ლაშა ბექაურის ოპერაციამ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში წარმატებით ჩაიარა - რას წერს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პალატიდან?

ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ოპერაციის შემდგომ ფოტოს კლინიკის პალატიდან აქვეყნებს და წერს: "Operation - მზად ვართ ბრძოლისთვის".

შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ლაშას ოპერაცია ესაჭიროებოდა - ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენმა მხრის კუნთი გაიწყვიტა. მიუხედავად ამისა, მან მესამე ადგილისთვის მაინც იჭიდავა, თუმცა დაზიანების გამო გამარჯვება ვერ შეძლო.

მედიაში ბექაურის ტრავმის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა.

მას ოპერაცია საფრანგეთში ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში ჩაუტარეს.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პარიზში 3 მაისს, თანმხლებ ექიმთან ერთად გაემგზავრა. მას ოპერაცია მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანმა ფრანგმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს.