ავტორი:

TikTok-ზე ახალი, სახიფათო ტრენდი გახდა პოპულარული, რის გამოც ათობით ბავშვმა სახისა და გულ-მკერდის არეში მძიმე დამწვრობა მიიღო - ექსპერტები მშობლებს აფრთხილებენ

TikTok-ზე ახალი, სახიფათო ტრენდი გახდა პოპულარული, რის გამოც ათობით ბავშვმა სახისა და გულ-მკერდის არეში მძიმე დამწვრობა მიიღო - ექსპერტები მშობლებს აფრთხილებენ

TikTok-ზე ახალი სახიფათო ტრენდი ვრცელდება - როგორც დასავლური მედია წერს, ბავშვები მიკროტალღურ ღუმელში ანტისტრეს სათამაშოებს (სქუიში) აცხელებენ, რის შემდეგაც რეზინის სათამაშ ფეთქდება და ბავშვები მძიმე დამწვრობებს იღებენ.

ტრენდი იმდენად პოპულარულია, რომ კლინიკებში უკვე ათობით დამწვარი მოზარდი და ბავშვია შეყვანილი.

  • Daily Mail-ი ერთ-ერთი კონკრეტული შემთხვვეის შესახებ წერს. 9 წლის ბავშვმა სახის არეში მძიმე დამწვრობა მიიღო მას შემდეგ, რაც “სქუიში“ მიკროტალღურ ღუმელში გააცხელა. 7 წლის ბავშვი კი მესამე ხარისხის დამწვრობებით კომაში იმყოფება.

ექსპერტები ამბობენ, რომ აღნიშნული შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება ონლაინ სივრცეში გავრცელებული სახიფათო ტრენდს. ისინი მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ აკონტროლონ, რა კონტენტს უყურებენ მათი შვილები.

ტრენდის მიხედვით, მოზარდები მიკროტალღურ ღუმელში დარბილებისთვის ე.წ. “ფხვიერ სათამაშოებს“ ამზადებენ. თუმცა, ეს სათამაშოები შეიცავს გელს, რომელიც ზედმეტად ცხელდება, ფეთქდება და შემდეგ მწველ მასად იქცევა. ერთმა დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი შემთხვევით აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებმა ე.წ. “სქუიში“(squishy) მიკროტალღურ ღუმელში დაახლოებით 30 წამით მოათავსეს. მასალა გადახურდა და მდუღარე სითხედ გადაიქცა, ცხელი, წებოვანი მასა ბავშვებს სახესა და გულ-მკერდის არეში ხვდება, რაც ძლიერ დამწვრობას იწვვეს.

ტენესის შტატის ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმმა უილიამ შაფნერიმ აღნიშნა, რომ ასეთი სათამაშოები გათბობისთვის არ არის განკუთვნილი და მათი არასწორი გამოყენება შეიძლება ტრაგიკული შედეგებით დასრულდეს.

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Schylling Toys მომხმარებელს აფრთხილებს, რომ პროდუქტის გაყინვა ან გათბობა აკრძალულია. ასევე TikTok-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნებისმიერი კონტენტი, რომელიც სახიფათო ქცევას უწყობს ხელს წესების დარღვევად ითვლება და პლატფორმიდან წაიშლება.

წყარო

იხილეთ ასევე: