მკვლელობა მოხდა გურჯაანის, სოფელ კარდენახში. 36 წლის არსენ მარტაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე თვეა დაბრუნდა. მისი ცხედარი დღეს სოფლის მიმდებარედ ვენახში იპოვეს. მას პირველადი დათვალიერებით ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციითვე, მომხდარი შესაძლოა რამდენიმე დღის წინ დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.
ადგილობრივები AMBEBI.GE-ს უყვებიან, რომ მოკლული არსენს მარტაშვილი შვილებთან ერთად იმყოფებოდა ავტომობილში, რა დროსაც სწრაფად მოძრაობდა სხვა მანქანა და მარტაშვილმა შენიშვნა მისცა.
"კონფლიქტი სწორედ ამ მიზეზით დაიწყო. მოგვიანებით კი 36 წლის მამაკაცი სახლიდან გაიყვანეს საქმის გარჩევა გაგრძელდა.დაპირისპირების დროს მარტაშვილს ჭრილობა გულის არეში აქვს მოხვედრილი. სავარაუდოდ ის 5 მაისს უკვე გარდაცვლილი იყო და მის ცხედარი 6-ში იპოვეს სოფლის მიმდებარედ. ეს ვერსია გვაქვს სოფელში. სხვა ვერსი ამ ეტაპზე არავინ საუბრობს" - ამბობენ ადგილობრივები.
სავარაუდოდ მკვლელობა გუშინ მოხდა, თუმცა გარდაცვლილს დღეს მიაკვლიეს.
წაიკითხეთ ასევე: