ავტორი:

შსს 36 წლის არსენ  მარტაშვილის მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

შსს 36 წლის არსენ  მარტაშვილის მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

პოლიციამ 36 წლის არსენ არსენ მარტაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1990 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მეზობელი - 1990 წელს დაბადებული ა.მ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: