ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი მიუნხენში ნამდვილ საფეხბურთო დრამად იქცა. სანამ ხვიჩა კვარაცხელია და მისი "პსჟ" მოედანზე ფინალისთვის იბრძოდნენ, ტრიბუნებზე არანაკლებ საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა. პარიზელი ვარსკვლავების "მეორე ნახევრებმა" სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს.
"პსჟ"-ს ვარსკვლავების "მხარდაჭერის გუნდი": ნიცა თავაძე და სხვა ცნობილი მეუღლეები მიუნხენის ტრიბუნებზე
სანამ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია მორიგ ისტორიულ შედეგს აფიქსირებდა, ტრიბუნების მთავარი ყურადღება "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელების მეუღლეებისკენ იყო მიპყრობილი. სტადიონის წითელ ფონზე გოგონების გამოჩენამ და მათმა გულშემატკივრობამ სოციალური ქსელები მალევე დაიპყრო.

ამჯერად ხვჩა კვარაცხელიას მეუღლე ტრიბუნაზე "პსჟ"-ს სხვა წამყვანი მოთამაშეების ცოლებთან ერთად გამოჩნდა. ნიცა თავაძე დროს მხიარულად ატარებდა ვიქტორია ტრიაი კლაინთან (ფრანგი მცველის, ლუკას ერნანდესის მეუღლე) და მარინა კონდრატიუკთან (კლუბის მეკარის, მატვეი საფონოვის მეუღლე) ერთად.
როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, გოგონებს შორის ნამდვილი მეგობრობა და გუნდური სულისკვეთება სუფევდა. ისინი არა მხოლოდ გულშემატკივრობდნენ მეუღლეებს, არამედ ერთად აღნიშნავდნენ თითოეულ წარმატებულ მომენტს. მხიარული სელფები, ემოციური შეძახილებითა და კლუბის სიმბოლიკით ნიცა და მისი მეგობრები ტრიბუნებზე ნამდვილ დღესასწაულს ქმნიდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი ახლა ბუდაპეშტისთვის ემზადებიან. 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "პსჟ"-ს "მხარდაჭერის გუნდი" კვლავ სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი და იმედია, ამჯერად უკვე მთავარ თასს ნიცა თავაძესთან ერთად იზეიმებენ.
წაიკითხეთ ასევე: