"ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მოგებული ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ფინალში გასვლით ძალიან ბედნიერები ვართ. ეს მნიშვნელოვანია, კონცენტრაციას შევინარჩუნებთ და ვიცით, "არსენალთან“ ურთულესი შეხვედრა გვექნება. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია.
იყო თუ არა ეს სეზონის ყველაზე მძიმე დაპირისპირება? ვფიქრობ, "ბაიერნი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. შესაძლოა, ყველაზე რთული თამაში იყო. ვაჩვენეთ, რომ ასეთ მეტოქეებთან თამაში შეგვიძლია.
მიხარია, რომ გადამწყვეტი პასი გავაკეთე. მთავარია გავიმარჯვეთ. ჩემი გუნდისთვის მუდამ ბოლომდე დავიხარჯები. ამისათვის ყოველდღე ვშრომობ“, - თქვა ხვიჩამ.
იხილეთ ასევე: