ავტორი:

ტრამპის ადმინისტრაცია ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და “არამიწიერი სიცოცხლის“ შესახებ საიდუმლო ფაილების გამოქვეყნებას იწყებს - რას უნდა ველოდოთ?

ტრამპის ადმინისტრაცია ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და “არამიწიერი სიცოცხლის“ შესახებ საიდუმლო ფაილების გამოქვეყნებას იწყებს - რას უნდა ველოდოთ?

“თეთრი სახლი პარასკევს, ანუ დღეს დაიწყებს დიდი ხნის ნანატრი UFO -ს საიდუმლო ფაილების გამოქვეყნებას. ეს მოხდება რამდენიმე თვის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს დაავალა , დაეწყოთ მუშაობა “დედამიწის მიღმა“ არსებულ სადაზვერვო მონაცემებზე,“ - ამის შესახებ როგორც ეს The nypost-ი წერს.

მედიის ინფორმაციით ფაილების გამოქვეყნების დრო ხუთშაბათს, თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში (West Wing) გამართული შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. შეხვედრას ესწრებოდა კონგრესმენი ტიმ ბერჩეტი (რესპუბლიკელი, ტენესის შტატი), წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის ფედერალური საიდუმლოებების დეკლასიფიკაციის სამუშაო ჯგუფის წევრი.

  • “ეს ხვალ დაიწყება. იქ იქნება გარკვეული მასალები, ინფორმაცია პილოტებისგან და შესაძლოა, ერთი ვიდეოც“, –-განუცხადა ბერჩეტმა დამოუკიდებელ ჟურნალისტს, ჯერემი კორბელს საუბრისას.

“პილოტების მასალები“ შესაძლოა გულისხმობდეს ინციდენტებს, როდესაც ამერიკელმა სამხედრო პილოტებმა, UFO -სთან კონტაქტი დაამაყრეს.

ფაილების პირველი გასაჯაროება არ მოიცავს იმ 46 UFO -ვიდეოს, რომელთა საჯაროდ გამოქვეყნებასაც კონგრესი ომის დეპარტამენტისგან (Department of War) ითხოვდა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მომდევნო ფაილები ნაწილ-ნაწილ, ყოველკვირეულად გასაჯაროვდება.

ბერჩეტმა აღნიშნა, რომ კონგრესში ზოგიერთი კვლავ ეწინააღმდეგება ამ მასალების გამოქვეყნებას, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ტრამპის დაპირება ფაილების გასაჯაროების შესახებ შესრულდება.

“მე სრულად ვუჭერ მხარს და მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის, რომ მან შეასრულა სიტყვა და არის გამჭვირვალობის პრეზიდენტი. მსურს შევახსენო ხალხს, რომ გასაჯაროება ერთბაშად არ მოხდება, ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – ნათქვამია ბერჩეტის განცხადებაში, რომელსაც The Post-ი ავრცელებს.

წყარო

იხილეთ ასევე: