“კადრში ჩანს ათეულობით ადამიანი და 2 პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იქ რომ შემითრიეს და წიხლებს მირტყამენ, ეგ არის 20 წამი. მე მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში ვიყავი მათი თავდასხმის ობიექტი. დავასახელე კონკრეტული ადამიანი, რომელიც არათუ მონაწილეობდა ჩემს თავდასხმაში, ვგულისხმობ ე.წ. ხარებას, ხარაზიშვილს, არამედ, ის ჩემზე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა“, - ამის შესახებ მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე დაკავებულმა “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“მინდა გამოვეხმაურო გდდ-ს თანამშრომლების დაკავებას. სულელები არავინ ვართ, იქ მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი არ უწამებიათ და უცემიათ, ასობით ახალგაზრდა სცემეს იქ. ძალიან მერიდებოდა თავის დროზე ჩემს თავზე საუბარი, როცა ეს თავდასხმა მოხდა, თუმცა ფაქტი არის უტყუარი - მხოლოდ ფოტოსურათი ადასტურებს, სამედიცინო დასკვნას რომ არ ჩახედოთ, სადაც კარგი არაფერი წერია - სახის ძვლების მოტეხილობა, თავის არეში მძიმე დარტყმები, დაჟეჟილობები, ნეკნების მოტეხილობები და ა.შ.
კადრში ჩანს ათეულობით ადამიანი და 2 პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იქ რომ შემითრიეს და წიხლებს მირტყამენ, ეგ არის 20 წამი, მე მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში ვიყავი მათი თავდასხმის ობიექტი. ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაშინ პარლამენტის წევრი, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვიყავი, მეორე დღეს პარლამენტში გავაკეთე განცხადება და დავასახელე კონკრეტული ადამიანი, რომელიც არათუ მონაწილეობდა ჩემს თავდასხმაში, ვგულისხმობ ე.წ. ხარებას, ხარაზიშვილს, რომელიც ჩემზე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოვყევი, ეს კაცი რას მთხოვდა და რის სანაცვლოდ შეწყვეტდა ჩემს წამებას.
ბოდიში, ვერ მოგართვით, მიუხედავად იმისა, რომ 27 წუთი გაგიგრძელდათ. აჩვენონ ის ვიდეო საზოგადოებას, ვის უგზავნიდნენ? მე მაქვს ინფორმაცია, რომ კობახიძეს, უგზავნიდნენ, პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ, მამუკა მდინარაძეს - ფრაქციის თავმჯდომარე იყო. რა თქმა უნდა, გომელაურს, შს მინისტრი იყო. სანამ ესენი გამოიძიებდნენ, 9 სავარაუდო დამნაშავის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, მათ შორის, კეზევაძეზე, “ხარებას“ მოადგილე რომ იყო. სულელები არ ვართ, ამის მთავარი ორგანიზატორი იყო ივანიშვილი, მთავარი შემსრულებელი იყო კობახიძე. გახარიას რომ მისდევენ თვალი ამითხარე და ცუდად დაარბიე აქციაო, ახლა კობახიძე მის ადგილასაა, მაგას ჰგონია პასუხისმგებლობას აცდება? ვერაფერსაც აცდება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
“რაიმე სტანდარტი აღარ არსებობს დედამიწაზე, ადამიანს რომ ასამართლებ? მტკიცებულების, ფაქტის გარეშე ადამიანი გაასამართლო, მომავალში რომ თურმე 40 000 ათას ადამიანს ჯილდოს პირდება საბიუჯეტო სახსრებით...
მე ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ვაკეთებდი განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით და ეს იყო პოლიტიკური დაპირება. ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდებოდა მომავალში პოლიტიკურ, სამართლებრივ გადაწყვეტილებებსა და აქტებს, რომელიც შეეხებოდა ხალხს, რომლებიც არ აწამებდნენ ადამიანებს და ამისთვის ჯილდოს მიიღებდნენ, პრემიას. სადმე ვთქვი, რომ ჩემი ჯიბიდან გადავიხდი-თქო? ამას პროკურორიც არ ამბობს, რომ თქვას თავად გაეცინება, მოვიდნენ და ნახონ. დედაჩემი სადაც ცხოვრობს, მთავრობის წევრებს იმხელა სააბაზანოები აქვთ. ყველა ხვდება თუ როგორი პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულებაა ჩემს წინააღმდეგ და არა მარტო. როგორ შეიძლება სოლიდარობა არ გამოვუცხადო ირაკლი ნადირაძეს. გუშინ არ მიძინია მასზე ნერვიულობაში, მრავალშვილიანი მამა, უწესიერესი კაცი, უმწიკვლოდ ნაცხოვრები და 7 წელი მიუსაჯეს. ეს დამთრგუნველი გადაწყვეტილებაა, რომ შემდეგ ადამიანებმა იფიქრონ, რომ კიდევ 7 წელი იქნებიან ხელისუფლებაში. ვერ იქნებიან. პედოფილი დააკავეს და 5 წელი მიუსაჯეს და მე პოლიტიკური განცხადებების გამო, მასზე ნაკლები არ მემუქრება.
გარეუბანში ვცხოვრობ კაცი. რაც მაბადია ჩემი შვილები და ჩემი ღირსებაა. ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია. ერთი ხელით ჩემი მწამებლები დააკავეს, მეორე ხელით მე. ქმედებას რას მედავებით? აღქმებს რომ მედავებით, ეგ გასაგებია. მინდა მოვიკითხო, გუშინ დაკავებულები: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და სხვები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა მალე გათავისუფლდება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
იხილეთ ასევე: