ავტორი:

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ათობით დოკუმენტი გაასაჯაროვა: რას შეიცავს გამოქვეყნებული მასალები? - "ნუ დაელოდებით ინტერვიუებს უცხოპლანეტელებთან"

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ათობით დოკუმენტი გაასაჯაროვა: რას შეიცავს გამოქვეყნებული მასალები? - "ნუ დაელოდებით ინტერვიუებს უცხოპლანეტელებთან"

აშშ-ის ომის დეპარტამენტმა პარასკევს, 8 მაისს, 160-ზე მეტი ფაილი გამოაქვეყნა, რომლებიც ბოლო 80 წლის განმავლობაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) დაფიქსირების შემთხვევებს შეეხება.

პენტაგონის მიერ 162 ფაილის გასაჯაროება თებერვალში გაცემულ საპრეზიდენტო განკარგულებას მოჰყვა, რომელიც "არამიწიერი სიცოცხლის, ამოუცნობი საჰაერო ფენომენებისა (UAP) და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO)“ ირგვლივ გამჭვირვალობას მოითხოვდა. ფაილების გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ “ზოგიერთი ინფორმაცია ხალხისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდებოდა“

  • რას შეიცავს გამოქვეყნებული მასალები?

პარასკევს გამოქვეყნებულ დოკუმენტთა პაკეტში ათწლეულების განმავლობაში საბერძნეთის, ერაყის, იაპონიის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და აშშ-ის ცაზე დაფიქსირებული უცნაური ობიექტების ამსახველი ვიდეომასალა არის შესული

ასევე გასაჯაროვდა სადაზვერვო ანგარიშებისა და FBI-ის საქმეების დიდი მოცულობა, რომლებიც თვითმხილველთა ჩვენებებს მოიცავს. მათ შორის არის მაგალითად Apollo 17-ის შემთხვევა როდესაც ასტრონავტები "ძალიან კაშკაშა ნაწილაკებზე ან ნამსხვრევებზე“ საუბრობენ, რომლებიც ხომალდის მანევრირების დროს ჩნდებოდა, აქვე არის ანგარიში “მთვარეზე გაჩენილი სამკუთხა ფორმაციის შესახებ“, სადაც თანდართულ ფოტოზე სამი წერტილი მოჩანს, რომლებიც მთვარის ზედაპირის თავზე სამკუთხედის ფორმით ლივლივებენ. წინასწარი ანგარიშს თან ერთვის ანალიზი რომ, ეს შესაძლოა “ფიზიკური ობიექტები“ იყოს.

გამოქვეყნდა საარქივო მასალებიც, რომლებიც 1950-იანი წლებიდან დღემდე საგაზეთო ამონაჭრებს მოიცავს.

  • სკეპტიციზმი და განსხვავებული მოსაზრებები

შონ კირკპატრიკი - ფიზიკოსი და საზღვაო ძალების ანომალიების კვლევის სამმართველოს (AARO) ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტებში “სენსაციური აღმოჩენები“ არ დევს.

“მკითხველს ნუ ექნება იმედი, რომ დედამიწაზე ჩამოსულ უცხოპლანეტელებისთვის ჩამორთმეულ ინტერვიუებს ან მათ ფოტოებს იპოვის. ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს“ - განუცხადა მან “Associated Press“-ს.

კირკპატრიკის განმარტებით, ვიდეოების უმეტესობას მარტივი ახსნა აქვს, მაგალითად, თანამედროვე ინფრაწითელი კამერები ხშირად რეაქტიული ძრავების სითბურ კვალს აფიქსირებენ, რაც ვიზუალურად უცნაურ, სწრაფად მოძრავ ობიექტებს წააგავს.

  • პოლიტიკური რეაქციები

სამეცნიერო სკეპტიციზმის მიუხედავად, პოლიტიკური წრეებს განსხვავებული შეხედულება გააჩნიათ, მაგალითად რესპუბლიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა აცხადებს, რომ “ნანახი აქვს განზომილებათა შორის არსებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები“ და პენტაგონს არასაკმარის გამჭვირვალობაში ადანაშაულებს.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯ.დ. ვენსმა აღნიშნა რომ “უცხოპლანეტელების“ ფაილებით არის შეპყრობილი და ცდილობს 51- ე ზონის გამოსაკვლევად დრო გამონახოს. მისი ვარაუდით ის რასაც ხალხი უცხოპლანეტელებად მიიჩნევს, შესაძლოა სინამდვილეში “დემონური ფიგურების ხილვას“ წარმოადგენდეს.

UFO-ს ფაილების გასაჯაროების ბრძანება ტრამპმა თავისი მეორე ვადის პირველივე კვირაში, ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებასთან ერთად გასცა. თუმცა, მკვლელობების საქმეების მსგავსად, UFO-ს მასალებიც ჯერჯერობით მხოლოდ იმას ადასტურებს, რაც საზოგადოებისთვის ისედაც მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო. წყარო

იხილეთ ასევე: