პენტაგონის მიერ 8 მაისს გამოქვეყნებულ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO) ამსახველ ფაილებში რამდენიმე წლის წინ გადაღებული საიდუმლო ვიდეომასალაც მოხვდა, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ცაზე უცნაური “რვაქიმიანი ვარსკვლავი“
ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტების თანახმად, ინფრაწითელი კადრები, რომლებიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პერსონალმა წარადგინა, 2013 წელს ჰაერში მოლივლივე უცნაური ფორმის ობიექტს ასახავს.

ვიდეო თითქმის ორ წუთს გრძელდება და ის, როგორც ჩანს, “აშშ-ის სამხედრო პლატფორმაზე განთავსებული ინფრაწითელი სენსორით“. არის გადაღებული.
მასალას თან ერთვის შენიშვნა ,რომელიც მნახველს აფრთხილებს რომ ვიდეოს აღწერა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის ატარებს და “მკითხველმა ეს ინფორმაცია არ უნდა აღიქვას, როგორც ანალიტიკური დასკვნა, საგამოძიებო შედეგი ან ფაქტობრივი დადგენილება“.
პენტაგონი უკვე წლებია UFO-ებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროების პროცედურაზე მუშაობს . ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვებგვერდზე დამატებითი დოკუმენტები ეტაპობრივად განთავსდება. წყარო
იხილეთ ასევე: