Mercedes C63 AMG Coupe ოფიციალურად წარმოადგინეს

Mercedes C63 AMG Coupe ოფიციალურად წარმოადგინეს

კომპანია Mercedes-მა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად წამოადგინა C კლასის ბაზაზე შექმნილი და ჟენევის მოტორ-შოუზე წარმოდგენილი ორკარიანი კუპეს "დამუხტული" ვერსია, რომელსაც C63 AMG ეწოდება.

ავტომობილი აღჭურვილია იმავე 6,3 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავით, რომელსაც განახლებულ C63 AMG სედანებზე და უნივერსალებზე აყენებენ. აგრეგატი დაწყვილებულია შვიდსაფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიასთან Speedshift MCT, რომელიც საშუალებას აძლევს ავტომობილს ნულიდან 100კმ/სთ სიჩქარე 4,5 წამში განავითაროს. სიახლის მაქსიმალური სიჩქარე ავტომატიკით 250კმ/სთ-მდე შეიზღუდა.

კუპესთვის ასევე გათვალისწინებულია პაკეტი AMG Performance Package, რომელიც 451 ცხენისძალიან ძრავს საშუალებას აძლევს, დამატებით 30 ცხენის ძალა გამოიმუშავოს.

Mercedes C63 AMG Coupe-ს გაყიდვები ევროპაში, მიმდინარე წლის ზაფხულში, 72 590 ევროდან დაიწყება, ხოლო AMG Performance-ის პაკეტი დამატებით 7 116 ევრო ეღირება და ჯამში ავტომობილის გასაყიდი ფასი 77 231 ევრო იქნება.

სიახლე კონკურნეციას გაუწევს მის უშუალო მეტოქეს BMW M3 Coupe-ს.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)