სუპერმოდელმა ანოკმიამი The Washington Post-ი მისი სტატიის გამო მააკრიტიკა და სსმაოდ ხმამაღლი განცხადებაც გაავრცელა.
საქმე ეხება გამოცემის პუბლიკაციას, სადაც ჟურნალისტ მაურა უიდკისის იუმორისტულ საგამოძიებო სტატიაში, სახელწოდებით “როგორ დადიან ვარსკვლავები ტუალეტში Met Gala-ზე?“ - ერთ-ერთი რესპოდენტი სუპერმოდელის “გასაჭირზე“ საუბრობს.
სტატიაში ციტირებული იყო სტილისტ მაიკ ფრემანის სიტყვები. ის მისი ერთ-ერთი კლიენტის უხერხული სიტუაციის შესახებ საუბრობს.

ფრიმენმა თქვა, რომ მისი კლიენტი “მეთ გალაზე“, წითელ ხალიჩაზე ძალიან შთამბეჭდავად გამოჩნდა. მას რთული დიზაინის გამჭვირვალე ბადისებრი კომბინეზონი ეცვა, რომელიც დეტალურად იყო მოქარგული და მთლიანად დაფარული Swarovski-ს კრისტალებით.
“ფრიმენმა არ დაასახელა ეს ცნობილი ადამიანი, მაგრამ Google-ის პატარა გამოძიება აჩვენებს, რომ 2024 წელს მოდელ Anok Yai-ს ეცვა ამ აღწერილობის შესაბამისი სამოსი,“ — დაწერა ჟურნალისტმა თავის სტატიაში.

სუდანურ-ამერიკელმა მოდელმა სკანდალურ სტატიას ინსტაგრამზე უპასუხა და განაცხადა, რომ ჟურნალისტმა ის შეცდომით დაასახელა.
მომდევნო პოსტში Anok Yai პირდაპირ მონიშნა The Washington Post და დაწერა: “თუ იპოვით ფოტოებს, სადაც ჩემი კოსტიუმი გახეულია ან ჩავიფსი, გამომიგზავნეთ.“
სტილისტი მაიკ ფრიმანი სწრაფად გამოექომაგა სუპერმოდელს და განაცხადა, რომ ის არავის უგულისხმია.
იხილეთ ასევე: