ავტორი:

მეუფე ისაიას კომენტარი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევის შემდეგ

მეუფე ისაიას კომენტარი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევის შემდეგ

საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველა თავისი გამოცდილებით შეეხიდება მას მსახურებაში, - ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არცევის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მიულოცა.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს! არჩევნები იყო და გამოარჩია წმინდა სინოდმა - ახალი პატრიარქი არის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე შიო. საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველა თავისი გამოცდილებით შეეხიდება მას მსახურებაში,“ - განაცხადა მეუფე ისაიამ.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

იხილეთ ასევე: