ავტორი:

"მეუფე იობს იმიტომ გამოვუცხადე მხარდაჭერა, რომ..." - რა თქვა მეუფე ზენონმა პატრიარქის არჩევის შემდეგ?

"მეუფე იობს იმიტომ გამოვუცხადე მხარდაჭერა, რომ..." - რა თქვა მეუფე ზენონმა პატრიარქის არჩევის შემდეგ?

მე მას ვუსურვებ მხოლოდ კარგს, იცით, რომ მე არ მიძნელდება ადამიანის არც ქება და არც ჩემი პოზიციის გამოხატვა , - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • კითხვაზე ის ხომ არ მღვდელმთავარი, რომელმაც ბიულეტენი გააუქმა, მეუფე ზენონმა უპასუხა, რომ ის არ ყოფილა და მან თავისი არჩევანი დააფიქსირა.

"არა როგორ გეკადრებათ, მე ჩემი ხმა მივეცი სხვას. არჩეული იქნა მეუფე შიო ხმათა უმრავლესობით კათოლიკოს-პატრიარქის პატივში. მე მას ვუსურვებ მხოლოდ კარგს, იცით, რომ მე არ მიძნელდება ადამიანის არც ქება და არც ჩემი პოზიციის გამოხატვა. მას ვუსურვებ წარმატებას, რომ ემსახუროს საქართველოს, საქართველოს ეკლესიას და ემსახუროს ადამიანებს.“- განაცხადა მეუფე ზენონმა.

ამასთან კითხვაზე, მისი განცხადებები და გზავნილები ხომ არ იქნება დაბრკოლება პატრიარქთან ურთიერთობაში, მეუფე ზენონმა აღნიშნა, რომ პატრიარქი შიო III და ის თავადაც ცივილური ადამიანები არიან.

მეუფე ზენონის თქმით, მან მხარი დაუჭირა მეუფე იობს.

"მეუფე იობს იმიტომ გამოვუცხადე მხარდაჭერა, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მის პირად მონაზვნურ ცხოვრებას, ღვაწლს საქართველოს ეკლესიაში”, - დასძინა მან.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

იხილეთ ასევე: