ავტორი:

"რაც შეეხება დაჩქარებულ ინტრონიზაციას: ამას ორი შესაძლო მოტივი შეიძლება ჰქონდეს" - რას წერს გია ხუხაშვილი

"რაც შეეხება დაჩქარებულ ინტრონიზაციას: ამას ორი შესაძლო მოტივი შეიძლება ჰქონდეს" - რას წერს გია ხუხაშვილი

დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქმა,შიო III-მ განაცხადა. როგორც ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ აღნიშნა, მსახურება დაიწყება 10:00 საათზე.

რატომ ასე სწრაფად?

მეუფე შიომ განმარტა, რომ ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ, პირველივე კვირას, დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა.

"უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინტრონიზაცია შედგება 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მსახურება დაიწყება 10:00 საათზე“,- აღნიშნა ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ.

  • "უცხოელი დელეგატები ჩამოსვლას ვერ მოასწრებენ..."

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ ინტრონიზაციაზე საუბრისას განმარტა:

"ალბათ ვერ მოასწრებენ ერთ დღეში [სხვადასხვა ქვეყნიდან დელეგაციები ჩამოსვლას], მაგრამ უახლოეს დღესასწაულზე, შეიძლება კვირა დღეს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, იქნებიან ჩვენთან. სავარაუდოდ, ასე იქნება.

მეუფე შიომ გამოაცხადა ხვალინდელი დღე იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ხვალ არის ანდრია პირველწოდებულის შემოსვლისა და წილხვდომილობის დღე. რას გადაწყვეტდა მეუფე იობი ან მეუფე გრიგოლი [პატრიარქად არჩევის შემთხვევაში], მე ვერ გეტყვით.

გია ხუხაშვილი წერს, რომ დაჩქარებულ ინტრონიზაციას ორი შესაძლო მოტივი შეიძლება ჰქონდეს:

"რაც შეეხება დაჩქარებულ ინტრონიზაციას: ამას ორი შესაძლო მოტივი შეიძლება ჰქონდეს. ძალიან ცუდზე არ ვისაუბრებ, პირდაპირ მეორეზე მოგახსენებთ - ეს შესაძლოა იყოს ხელისუფლების მიერ არჩეული “არ გაღიზიანების” პოლიტიკური სტრატეგიის პირდაპირი გამოძახილი - რადგან რუსეთის პატრიარქს ჩამოსვლის პრობლემები აქვს, როგორც ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან, ასევე მსოფლიო პატრიარქთან და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობიდან გამომდინარე, ამიტომ გადაწყვიტეს ესოდენ მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი ისტორიული მოვლენა, ასე მიეფუჩეჩებინათ.

სინამდვილეში, უნდა გვესმოდეს, რომ “არ გაღიზიანების” პოლიტიკა არა თუ მორალური, არამედ პრაგმატული გაგებითაც აბსოლუტურად უპერსპექტივოა, რადგან შედეგად მოყვარეს იმტერებ, მტერი კი სისუსტედ გითვლის და თავზე გაჯდება.ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა - ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად მარტო რჩება…" - წერს ხუხაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: