აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟი, Trump Organization-ის ვიცეპრეზიდენტი, ერიკ ტრამპი X-ში ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს Trump Tower Tbilisi-ს რენდერის ფოტოს და წერს:
"მოხარული ვარ, გაგიზიაროთ ტრამპ თაუერ თბილისის ოფიციალური ვიზუალური რენდერი.
ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ მას რეალობად ვაქცევთ", - წერს ერიკ ტრამპი.

მათივე ცნობით, ფეშენებელური ცათამბჯენი მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული ფირმის, Gensler-ის მიერ დაპროექტდება და ეს იქნება მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ტიპის სივრცეს გააერთიანებს.