ავტორი:

“ჰანტავირუსის“ ბოლო აფეთქებამ მთელი სოფელი გაანადგურა - როგორ შეაჩერა ვირუსის გავრცელება არგენტინამ: ოჯახური ტრაგედიები

“ჰანტავირუსის“ ბოლო აფეთქებამ მთელი სოფელი გაანადგურა - როგორ შეაჩერა ვირუსის გავრცელება არგენტინამ: ოჯახური ტრაგედიები

საკრუიზო გემი “MV Hondius“ რომელიც ტრანსატლანტიკური მოგზაურობის დროს “ჰანტავირუსის“ ეპიცენტრად იქცა, 1 აპრილს არგენტინიდან გავიდა, ქვეყნიდან სადაც თითქმის ათი წლის წინ მომხდარი ეპიდემიის საბედისწერო აფეთქების მწარე მოგონებები დღემდე ცოცხალია.

2018 წლის ნოემბერში, პატაგონიის თვალწარმტაც სოფელ “ეპუიენში“, დაბადების დღის წვეულებას 100-მდე ადამიანი ესწრებოდა. ეს შეკრება ვირუსის გავრცელების კერად იქცა, რამაც საბოლოოდ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეპიდემიის შესაჩერებლად კი მკაცრი საკარანტინო ზომების გატარება გახდა საჭირო.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის, დოქტორმა ჯეი ბჰატაჩარიას განაცხადებით, ამერიკელი სპეციალისტები “MV Hondius“-ზე არსებული მდგომარეობის სამართავად სწორედ არგენტინის გამოცდილებას ეყრდნობიან.

  • ოჯახური ტრაგედია და “ნულოვანი პაციენტი“

“New England Journal of Medicine“ -ის ანგარიშის მიხედვით, დაინფიცირებულმა სტუმარმა, რომელსაც წვეულების დროს უკვე სიმპტომები აღენიშნებოდა, ვირუსი გვერდით მსხდომებს გადასცა. ამას ინფექციების კასკადური სერია მოჰყვა, რის შედეგადაც სულ 34 ადამიანი დაავადდა.

“ის პირი მამაჩემის გვერდით, იმავე მაგიდასთან იჯდა და იმავე მაგიდიდან კიდევ რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა,“ - იხსენებს 33 წლის მაილენ ვალე, რომელმაც აფეთქების დროს მამა და ორი და დაკარგა.

ტრაგიკულია ის ფაქტიც, რომ მაილენი და მისი დები მამის დაკრძალვაზე დაინფიცირდნენ. ერთ-ერთი და სიმპტომების გამოჩენიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, მეორე კი პანაშვიდის გარეშე დაკრძალეს.

კიდევ ერთმა ადგილობრივმა, იზაბელ დიასმა, დედა დაკარგა. დედამისი მამისგან, ვიქტორისგან დაავადდა, რომელიც მოგვიანებით “ნულოვან პაციენტად“ გამოაცხადეს.

“ხალხი მამაჩემს ცუდად უყურებდა. თუმცა მისი ბრალი არ არის, რომ დაავადდა“, - ამბობს იზაბელი და აღნიშნავს, რომ მის ოჯახს საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციის ატანა მოუხდა.

თავად ვიქტორი იხსენებს, რომ ვირუსმა სხეულის გაუსაძლისი ტკივილი და პირში ისეთი მწარე გემო დაუტოვა, რომ წყლის დალევაც კი უჭირდა.

  • ბრძოლა ვირუსთან: გამოცდილება მომავლისთვის

მას შემდეგ, რაც რეგიონში ვირუსი გავრცელდა (რომელსაც ადგილობრივები უბრალოდ „ჰანტას“ უწოდებენ), მოსახლეობას მკაცრ პრევენციულ ზომების დაცვა მოუწია. ისინი რეგულარულად ანიავებენ სათავსოებს და მათ მათეთრებელი საშუალებებით ხეხავდნენ.

როგორც წესი, “ჰანტავირუსის“ ადამიანზე გადაცემა იშვიათია, ის ძირითადად მღრღნელებისგან ვრცელდება. თუმცა, როდესაც არგენტინაში პირველი 18 შემთხვევა დადასტურდა, ჯანდაცვის წარმომადგენლებმა უმკაცრესი იზოლაციის პროტოკოლი აამოქმედეს. სამედიცინო ჟურნალების თანახმად, სწორედ ამ ზომებმა გაანახევრა ვირუსის გავრცელების ტემპი და იმ კარანტინის ერთგვარი რეპეტიციაც აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიომ ორი წლის შემდეგ, COVID-19-ის პანდემიის დროს იხილა.

მთავარი განსხვავება: COVID-ისგან განსხვავებით, “ჰანტავირუსის“ ადამიანისგან ადამიანზე გდასადებად ნერწყვის მსხვილი წვეთების მიმოცვლა არის საჭირო, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირება მხოლოდ ხანგრძლივი და ახლო კონტაქტის დროს ხდება.

ამჟამად, MV Hondius-ის 147 მგზავრიდან სამი გარდაცვლილია. დანარჩენები, მულტინაციონალური ძალისხმევით საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდნენ და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამერიკელი სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ წარსულის გაკვეთილები მათ აშშ-ში ეპიდემიის თავიდან აცილებაში დაეხმარება.

წყარო

იხილეთ ასევე: