ინტერნეტში ძარცვის მორიგი კადრები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იჭრებიან ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები საიუველირო მაღაზიაში, რომლის ვიტრინაც მანამდე ავტომობილით დაამსხვრიეს. დანაშაული ისევ დიდი ბრიტანეთში, ამჯერად იორკშირში მდებარე ქალაქ ბრედფორდში 11 მაისს, დღისით მოხდა.



როგორც უკვე აღვნიშნეთ, მძარცველებმა ავტომობილით ჯერ მაღაზიის ვიტრინა შეამსხვრიეს, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ. კადრებში შეშინებული ადგილობრივები ჩანან, რომლებიც ცდილობენ ქაოსს გაერიდონ, მათ შორის ორი ქალია, ისინი ერთმანეთს კვამლით მოცული ტერიტორიიდან გამოსვლაში ეხმარებიან და შემდეგ ხელში აყვანილი ჩვილით გარბიან, რამდენიმე მამაკაცი კი ხულიგნების შეჩერებას და ძარცვის აღკვეთას ცდილობს. ვიდეოში მაღაზიის სიგნალიზაციის ხმა ისმის.

სამართალდამცველების განცხადებით, აგრესიული თავდასხმის მიუხედავად ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულმა მძარცველებმა საიუველირო მაღაზიიდან ვერცერთი ძვირფასი ნივთის გატაცება ვერ მოახერხეს და ცოტა ხანში შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მოგვიანებით პოლიციამ დადასტურდა, რომ ყაჩაღობის მცდელობაში ეჭვმიტანილის სახით ერთი მამაკაცი იქნა დაკავებული, აქტიური სამძებრო სამუშაოებს კვლავ გრძელდება. წყარო
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა დიდ ბრიტანეთში საიუველირო მაღაზიის გაძარცვისთვის მანქანით ამსხვრევენ ვიტრინას. წინა დანაშაული 7 მაისს, ლონდონში მოხდა.
იხილეთ ასევე: