ავტორი:

რას აცხადებს, რაგბის კავშირი მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ქართველები მორაგბეები მკაცრად დაისაჯნენ?

რას აცხადებს, რაგბის კავშირი მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, ქართველები მორაგბეები მკაცრად დაისაჯნენ?

დღეს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა სადამსჯელო ზომების შესახებ, რომლითაც ქართული რაგბის წარმომადგენლები დაისაჯნენ.

"ბორჯღალოსნების“ ყოფილი კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, 6 წლით დაისაჯა გიორგი ჭყოიძე, 3-3 წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს ლაშა ხმალაძემ, ოთარ ლაშხმა და მირიან მოდებაძემ, ლაშა ლომიძეს კი 9 თვით აეკრძალა რაგბის თამაში.

  • აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტიდოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, World Rugby-მ არასათანადო ქცევის ბრალდება წარადგინა საქართველოს რაგბის კავშირის მიმართაც.

კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით.

პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისთან. ანტი-დოპინგური განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, გატარებულია გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები.

საქართველოს რაგბის კავშირი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, ქართულ რაგბიში ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი“

იხილეთ ასევე: