ავტორი:

ტაილანდის “უკანასკნელი ტიტანი“ - მკვლევრებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობის გიგანტური ნამარხი აღმოაჩინეს

ტაილანდის “უკანასკნელი ტიტანი“ - მკვლევრებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობის გიგანტური ნამარხი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ტაილანდში გიგანტური დინოზავრის ახალი სახეობა, Nagatitan chaiyaphumensis, აღმოაჩინეს. ნაგატიტანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღმოჩენილი ყველაზე დიდი დინოზავრია: ის 27 ტონას იწონიდა - დაახლოებით ცხრა ზრდასრული აზიური სპილოს ტოლის ეკვივალენტია და სიგრძეში 27 მეტრი იყო. კვლევის შედეგები ჟურნალში Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

  • ის ბალახისმჭამელი დინოზავრების ოჯახს მიეკუთვნებოდა. ნაგატიტანი 100–120 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, დაახლოებით 40 მილიონი წლით ადრე, ვიდრე ტირანოზავრი რექსი, და მასზე ორჯერ დიდი იყო.

კვლევის წამყვანი ავტორი, თიტივუტ სეთაპანიჩსაკული ამბობს, რომ ნაგატიტანს ტაილანდის “უკანასკნელ ტიტანს“ უწოდებენ, რადგან ნამარხები ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა დინოზავრებით დასახლებულ კლდოვან წარმონაქმნებში აღმოაჩინეს.

აღმოჩენილი დინოზავრი დედამიწაზე იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც პლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე მაღალი იყო. UCL-ის პროფესორმა პოლ აპჩერჩმა, კვლევის თანაავტორმა, National Geographic-ს განუცხადა, რომ საუროპოდების ოჯახი იმ დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა:

“ცოტა უცნაურად მეჩვენება, რომ საუროპოდებს შეეძლოთ უფრო მაღალი ტემპერატურის პირობების დაძლევა, რადგან დიდი სხეულები კარგად ინარჩუნებენ სითბოს და მათი გაგრილება უფრო რთულია“.

ნაგატიტანი ტაილანდში აღმოჩენილი მე-14 დინოზავრია. მაჰასარახამის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა, დოქტორმა სიტა მანიტკუნმა, განაცხადა, რომ ქვეყანას დინოზავრების ნამარხების დიდი მრავალფეროვნება აქვს და “დინოზავრების ნაშთების მხრივ, აზიაში სიმრავლით მესამე ადგილი უკავია“.

წყარო

იხილეთ ასევე: