ავტორი:

სააკაშვილი გარდაბანში მომხდარ ავარიას ეხმაურება - "ყველა ამბობს, რომ პატრულები არა მხოლოდ არ ცდილობენ ასეთი მანქანების შეჩერებას, არამედ თვალს ხუჭავენ მაღალ სიჩქარეზე, იმიტომ რომ..."

სააკაშვილი გარდაბანში მომხდარ ავარიას ეხმაურება - "ყველა ამბობს, რომ პატრულები არა მხოლოდ არ ცდილობენ ასეთი მანქანების შეჩერებას, არამედ თვალს ხუჭავენ მაღალ სიჩქარეზე, იმიტომ რომ..."

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გარდაბანში მომხდარ უმძიმეს ავარიას ეხმიანება. მისი პოსტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

"8 ახალგაზრდა დაიღუპა სწრაფად მოძრავი ავტომობილის კატასტროფაში.

ყველა ამბობს, რომ პატრულები არამხოლოდ არ ცდილობენ ასეთი მანქანების შეჩერებას, არამედ თვალს ხუჭავენ მაღალ სიჩქარეზე, იმიტომ რომ აწყობთ რაც შეიძლება მეტი ხალხი დააჯარიმონ კამერების მეშვეობით, რათა შემდეგ ქოც-მოხელეებს დაუგროვონ პრემიები".

შეგახსენებთ, ავარიისას, 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა. მე-8 ახალგაზრდა კი კლინიკაში გარდაიცვალა. BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

იხილეთ ასევე: