Ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივ პროექტიში “სახალხო ინტერვიუ“ სტუმრობისას შემეცნებითი მედია პროექტების ავტორმა, პროდიუსერმა და წამყვანმა ოლგა ბაბლუანმა ბაბლუანების კინოზე საუბრისას მისი მამის, რეჟისორ თემურ ბაბლუანისა და კონსტანტინე გამსახურიას ურთიერთობიდან ერთ ასეთი ეპიზოდი გაიხსენა.
“თემურის ცხოვრებაში მარტოს მოუწია ყველაფრის შექმნა და გაკეთება, როგორც ამბობენ, საკუთარ თავის შექმნის ადამიანია. მამა ადრე დაკარგა (“უძინართა მზეში“ მამის ისტორიაა)... თბილისში სვანეთიდან იყო ჩამოსული და არ იყო ადვილი პერიოდი, როცა შეეძლო, ვთქვათ, მარტივად დაემკვიდრებინა თავი. ყოველთვის ძლიერი ხასიათი ჰქონდა. თან, ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. 53-ე სკოლაში სწავლობდა და მახსოვს, სულ ჰყვებოდა, კონსტანტინე გამსახურდიასთან შეხვედრაზე.
ერთხელ ჩემი ნაწერი მივეცი და ვუთხარი, ბატონო კონსტანტინე, ეს თქვენ უნდა წაიკითხოთო. როგორ? შენ ჩემი წასაკითხი გაქვს დაწერილი, რომ მე წავიკითხოო?! ახლა მე თქვენ სქელ წიგნებს თუ ვკითხულობ, თქვენც შეგიძლიათ, წაიკითხოთ ჩემი პატარა ნაწარმოები, ხომ შეძლებთო?..
ყოველთვის ეს ჰქონდა, რაღაც ამაყი იყო, - ასეთი სვანური ხასიათით... კონსტანტინე მერე კიდევ შეხვედრია. თემურს სვანეთიდან პატარა დათვი ჰყავდა ჩამოყვანილი და ის დათვი აჩუქა, რომელიც კონსტანტინეს კოლხურ კოშკში ჰყავდა... თემურის მეგობრები ჰყვებოდნენ - კონსტანტინემ უთხრა, - ნიჭი გაქვს ისეთი, აი, ცარიელი ნიჭი დადიხარო.
მოკლედ, თავიდანვე თვითნაბადი ტიპი იყო, თან, ძალიან მგრძნობიარე და ბავშურად სამართლიანი. ყველაფერი მასზე ემოციურად ძალიან მოქმედებდა. ამიტომ მისი შემოქმედებაც - “მზე, მთვარე და პურის ყანაც“ - დაახლოებით ეს არის, რომ ეს ადამიანი სულ თავის დამკვიდრებას ეძებდა... ძალიან ძლიერი და კომპლექსური ადამიანია - ალბათ მისი მთელი შემოქმედებაც ამან გამოიწვია,“ - გაიხსენა ოლგა ბაბლუანმა გადაცემაში “სახალხო ინტერვიუ“.
იხილეთ ასევე: