ავტორი:

3 დაღუპული, 17 დაჭრილი და განადგურებული სტრატეგიული ობიექტები - უკრაინამ მოსკოვსა და ოლქზე მასირებული შეტევა განახორციელა: რა ხდება ცნობილი

3 დაღუპული, 17 დაჭრილი და განადგურებული სტრატეგიული ობიექტები - უკრაინამ მოსკოვსა და ოლქზე მასირებული შეტევა განახორციელა: რა ხდება ცნობილი

მოსკოვის რეგიონი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე მასირებული შეტევის ქვეშ მოექცა. აღნიშნული შეტევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე ინტენსიური იყო.

როგორც BBC წერს, დედაქალაქში დრონმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის (НПЗ) გამშვებ პუნქტს შეუტია, რა დროსაც დაშავდნენ ცვლაში მყოფი თანამშრომლები; ასევე დარტყმის ქვეშ მოექცა ზელენოგრადი და პოდმოსკოვიეს რაიონები.

  • თავდასხმის შედეგად ოლქის 3 მცხოვრები დაიღუპა, მოსკოვის რეგიონში კი 17-მა ადამიანმა მიიღო დაზიანებები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის შეტევას უწოდა “სამართლიანი პასუხი“ უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბოლო დროს განხორციელებულ რუსულ დარტყმებზე. აღსანიშნავია, რომ 14 მაისს ცხრასართულიან კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.

  • რა მოხდა პოდმოსკოვიეში

კვირას, 17 მაისს, მოსკოვის რეგიონზე განხორციელებული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა ყველაზე მასშტაბური გახდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-მა მოსკოვისა და პოდმოსკოვიეს ხელისუფლების მიერ ღამის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განაცხადა.

მსგავსი შეტევა 2025 წლის მარტში მოხდა, როდესაც სამხედროების ცნობით, ჩამოაგდეს 90-ზე მეტი დრონი, დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 18 დაშავდა.

პოდმოსკოვიეს ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის მიერ დასახელებული ლოკაციების მიხედვით, შეტევის ცენტრი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი გახდა, რომელიც მოსკოვის წრიულ ავტომაგისტრალთან (МКАД) და “შერემეტიევოს“ აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.

  • არსებული მონაცემებით, შეტევის შედეგად, ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც. დრონი კერძო სახლს დაეცა, ნანგრევების კიდევ ერთი ადამიანი მოჰყვა.

კრასნოგორსკში დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, სადაც რამდენიმე ბინა დაზიანდა. დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა ხუთი მრავალსართულიანი სახლი და 20-მდე ავტომობილი.

ისტრინსკის რაიონში დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სადგურ “უსტინოვკასთან“, რის გამოც ელექტრომატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა.

მედია ასევე წერს, რომ თავდასხმები განხორციელდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდებარე “ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“. უკრაინული გამოცემა “Суспільне“-ს ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ობიექტი შესაძლოა ყოფილიყო ნავთობსადგური “სოლნეჩნოგორსკაია“.

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ამოდის შავი კვამლის დიდი სვეტი ნავთობპროდუქტების საცავების რაიონიდან. Telegram-არხი Astra ამტკიცებს, რომ სამიზნე სწორედ ეს ნავთობსადგური იყო, რომელიც მოსკოვის რეგიონის მაგისტრალური სისტემის უმნიშვნელოვანესი კვანძია.

  • რა მოხდა მოსკოვში

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღე-ღამის განმავლობაში 120-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით მან კიდევ 7 ჩამოგდებული დრონის შესახებ შეატყობინა საზოგადოებას.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ღამით სულ 556 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რაც შესაძლოა ერთ-ერთი უდიდესი შეტევა იყოს.

სობიანინის ცნობით, შეტევის მთავარი სამიზნე გახდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კაპოტნიას რაიონში. იქ 12 ადამიანი დაშავდა.

უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია ზელენოგრადში მდებარე ნახევარგამტარებისა და მიკროსქემების მწარმოებელ ქარხანა “ანგსტრემზე“ თავდასხმის შესახებ. მოსკოვის ხელისუფლებას ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

მოსკოვში ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა, რამაც დაკვამლიანება და ხანძარი გამოიწვია - მიზეზი უცნობია

გასულ კვირას მოსკოვის ხელისუფლებამ აკრძალა დრონების შეტევის შედეგების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნება.

თავდასხმის გამო “შერემეტიევოს“, “ვნუკოვოს“, “დომოდედოვოსა“ და “ჟუკოვსკის“ აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს, რის გამოც 51 თვითმფრინავი სათადარიგო აეროდრომებზე გადავიდა.

წყარო

იხილეთ ასევე: