ნორვეგიელი სკოლის მოსწავლე, 6 წლის ჰენრიკ რეფსნეს მორტვედტი, ნორვეგიის ინლანდეტის ოლქში, პირველკლასელთა ექსკურსიაზე იმყოფებოდა, როდესაც სავარაუდოდ თავისი ცხოვრების ყველაზე გრანდიოზული აღმოჩენა გააკეთა.
ადგილი ცნობილია თავისი ველური ბუნებითა და მთებით. მინდორზე თამაშისას 6 წლის ბიჭმა მიწიდან ამოშვერილი, უცნაური ნივთი დაინახა რომელიც და მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო 1300 წლის ხმალი, რომელიც ვიკინგების ხანაზე ადრე დამზადდა.
კლასმა ნაცვლად იმისა, რომ ნივთი მწიიდან ამოეღოთ, ადგილობრივ არქეოლოგებს მიმართეს. შემოწმების შემდეგ დაადგინდა რომ ობიექტი სკანდინავიის მეროვინგების პერიოდის (დაახლოებით ახ. წ. 550-880 წლები) ცალლესილი ხმალი იყო, რომელიც სახელგანთქმულ ვიკინგების ხანაზე ადრე არსებობდა.
მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეების იარაღი ძლიერ არის კოროზირებული, რენტგენისა და მეტალურგიული ანალიზის მეთოდებმა შესაძლოა მისი საიდუმლოებები გახსნას, მათ შორის მისი კონსტრუქცია და ის, თუ როგორ გამოიყენებოდა საუკუნეების წინ.
სავარაუდოდ ხმალი ეკუთვნოდა “სტატუსის მქონე მეომარს ან ფერმერს.“
ეს იშვიათი აღმოჩენა მოხდა ჰადელანდში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რომელიც დიდი ხანია იზიდავს არქეოლოგებს თავისი ნაყოფიერი ლანდშაფტით, ძველი ფერმებითა და რკინის ხანის ნაშთებით.
იხილეთ ასევე: