თეთრი ფერის "ტოიოტა პრიუსის" მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია, - ინფორმაციას შსს ადასტურებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, საპატრიარქოს ეზოში ცოტა ხნის წინ ავტომობილი შევარდა და ჭიშკარი შეანგრია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საპატრიარქოსთან ამ წუთებშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ "ტოიოტა პრიუსის", მძღოლმა ჯერ შლაგბაუმი გადაანგრია შემდეგ კი ჭიშკარი შეანგრია.

ავტომობილი, რომელიც ტაქსის ტრაფარეტით მოძრაობდა, საბლლოოდ, საპატრიარქოს ეზოში მდგარ შავი ფერის "ტოიოტას" შეეჯახა.
ადგილზე სასწაფო და სამაშველო სამსახურის ავტომობილებია.მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი "ტოიტა პრუსის" მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.
საპატრიარქოში მყოფი სასულიერო პირების თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
იხილეთ ასევე: