ავტორი:

"მანქანიდან რომ გადმოვიდა ბოთლებს ისროდა, ილანძღებოდა..." - ირკვევა, რომ მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, მანქანა ნაქირავები ჰყავდა: დეტალები

"მანქანიდან რომ გადმოვიდა ბოთლებს ისროდა, ილანძღებოდა..." - ირკვევა, რომ მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, მანქანა ნაქირავები ჰყავდა: დეტალები

თეთრი ფერის "ტოიოტა პრიუსის" მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია, - ინფორმაციას შსს ადასტურებს.

როგორც "შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

  • როგორც ირკვევა მძღოლს ავტომობილი ნაქირავები ჰყავდა.

"ჩემი სიმამრის მანქანაა, მძღოლს ნაქირავები ჰქონდა. ერთი თვეა, რაც ქირაობს მანქანას. არ ვიცნობდი მაგ ადამიანს, ნანახიც არ მყავდა. ყოველდღიურად იხდიდა მანქანის ქირას" - ამბობს მანქანის მეპატრონე ბაქარ ცერცვაძე "ტვ პირველთან" საუბრისას.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ძლიერი შეჯახების ხმა გაიგეს:

"პირდაპირ შევარდა, შეანგრია. ჩვენ შიგნით ვიყავით ოთახებში და გამოვედით. რომ გადმოვიდა მანქანიდან ისროდა ბოთლებს. ყველას გვლანძღავდა. არავინ დაშავებულა" - ამბობს თვითმხილველი.

ცნობისთვის, საპატრიარქოს ეზოში ცოტა ხნის წინ ავტომობილი შევარდა და ჭიშკარი შეანგრია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი "ტოიტა პრუსის" მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

საპატრიარქოში მყოფი სასულიერო პირების თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

წაიკითხეთ ასევე: