ავტორი:

ცნობილია პირის ვინაობა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა - "ყოველდღიურად იხდიდა მანქანის ქირას"

ცნობილია პირის ვინაობა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა - "ყოველდღიურად იხდიდა მანქანის ქირას"

თეთრი ფერის "ტოიოტა პრიუსის" მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მანქანით საპატრიარქოს ეზოში შევარდა როსტომ მაზმიშვილია.

როგორც ირკვევა მძღოლს ავტომობილი ნაქირავები ჰყავდა.

"ჩემი სიმამრის მანქანაა, მძღოლს ნაქირავები ჰქონდა. ერთი თვეა, რაც ქირაობს მანქანას. არ ვიცნობდი მაგ ადამიანს, ნანახიც არ მყავდა. ყოველდღიურად იხდიდა მანქანის ქირას" - ამბობს მანქანის მეპატრონე ბაქარ ცერცვაძე "ტვ პირველთან" საუბრისას.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ძლიერი შეჯახების ხმა გაიგეს:

"პირდაპირ შევარდა, შეანგრია. ჩვენ შიგნით ვიყავით ოთახებში და გამოვედით. რომ გადმოვიდა მანქანიდან ისროდა ბოთლებს. ყველას გვლანძღავდა. არავინ დაშავებულა" - ამბობს თვითმხილველი.

ცნობისთვის, საპატრიარქოს ეზოში დღეს ავტომობილი შევარდა და ჭიშკარი შეანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი "ტოიტა პრუსის" მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. საპატრიარქოში მყოფი სასულიერო პირების თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

წაიკითხეთ ასევე: