ავტორი:

"ვერაფერი შეგამზადებთ იმისთვის, რასაც იქ ნახავ... აქ ყველა კვდება" - უახლესი კადრები ციხიდან, სადაც მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დამნაშავეები ჰყავთ გამოკეტილი

"ვერაფერი შეგამზადებთ იმისთვის, რასაც იქ ნახავ... აქ ყველა კვდება" - უახლესი კადრები ციხიდან, სადაც მსოფლიოს ყველაზე სასტიკი დამნაშავეები ჰყავთ გამოკეტილი

ბრიტანელმა ტელეწამყვანმა რიჩარდ მადლიმ მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სასჯელაღსრულების დაწესებულება - ელ სალვადორის ციხე მოინახულა. ამ დაწესებულებაში ძირითადად ნარკოკარტელების და კრიმინალური დაჯგუფებების წევრები იხდიან სასჯელს.

რიჩარდ მადლი ელ-სალვადორის ციხეში

  • ელ სალვადორის ციხე მსოფლიოში ყველაზე საზარელ ადგილად მიიჩნევა. პატიმრებს მკაცრად აქვთ განსაზღვრული სამოსი, მათ თავებს პარსავენ, შუქს არასდროს თიშავენ და არ არის ოჯახური ვიზიტები, დასასვენებელი ადგილები ან რეაბილიტაციის პროგრამები.

“დილა მშვიდობისა, ბრიტანეთ“-ს წამყვანს იშვიათი შესაძლებლობა მიეცა Channel 5-ის ახალი დოკუმენტური ფილმი გადაეღო სახელწოდებით - “მსოფლიოს ყველაზე დიდი ციხის შიგნით“.

  • “ვერაფერი, აბსოლუტურად ვერაფერი შეგამზადებთ იმისთვის, რასაც იქ ნახავთ. ადამიანები იატაკიდან ჭერამდე გისოსებს მიღმა არიან გამოკეტილები. არანაირი კარები.

ისინი იქ სხედან ან წვანან ოთხსართულიან ლითონის საწოლებზე - არანაირი ლეიბები, მხოლოდ თხელი ბამბის ზეწრები და გარეთ იყურებიან. ეს საშინელი სანახაობაა“, - აცხადებს ჟურნალისტი ციხის მონახულების შემდეგ.

მადლიმ განაცხადა, რომ მამაკაცები “აბსოლუტურად ვერაფერს აკეთებენ“ საკნებში ყოფნისას, რადგან მათ არ აქვთ წიგნების, ჟურნალების, გაზეთების კითხვის ან ეკრანების გამოყენების უფლება.

არ არის სახელოსნოები, ბიბლიოთეკები, კულინარიული გაკვეთილები ან ვიზიტორები.

“ყველა კვება მათ საკნებში უნდა მიიღონ, სადაც ისინი დღეში 23.5 საათს ატარებენ, მხოლოდ 30 წუთიანი მოკლე ფიზიკური ვარჯიშით გარეთ, მკაცრი დაცვის ქვეშ. ისინი უბრალოდ ყოველდღე სხედან თავიანთ საწოლებზე, ციხის განათება კი 24/7 ჩართულია, არასდროს ქრება. ყველა მოკვდება ამ ციხეში. ეს არის სიკვდილი რეალურ დროში“, -ასე აღწერა ტელეწამყვანმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ადგილი.

მისი თქმით, ციხეში იმ ბანდების დაახლოებით 80% იმყოფება, რომლებიც ადრე ელ სალვადორს აკონტროლებდნენ.

  • 57 ჰექტარზე გადაჭიმული კომპლექსი 40 000-მდე პატიმრისთვის აშენდა და ამჟამად დაახლოებით 15 000 პატიმარი ჰყავს.

ბევრი მათგანი ბრალდებულია სასტიკი ბანდების წევრობაში, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ატერორებდნენ ქვეყანას, ასევე მკვლელებსა და ძალადობაში. ციხის მშენებლობა 2022 წლის მარტში დაიწყო და ერთი წლის შემდეგ გაიხსნა.

სეკოტის ციხე, რომელიც 40 000 პატიმარზეა გათვლილი, რვა ფართო პავილიონისგან შედგება. თითოეულ საკანში 65-დან 70-მდე პატიმარია განთავსებული და არცერთ მათგანს არ აქვს ვიზიტები.

არ არსებობს პროგრამები, რომლებიც მათ სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის მოამზადებს, არ არსებობს სემინარები, საგანმანათლებლო პროგრამები. მათ არასდროს ეძლევათ გარეთ გასვლის უფლება.

გამონაკლისს წარმოადგენს პატიმრებთან ხანდახან მოტივაციური საუბრები. რომლებმაც ციხის ადმინისტრაციის ნდობა დაიმსახურეს. ამ საუბრების დროს პატიმრები რიგ-რიგობით სხედან თავიანთი საკნების გარეთ დერეფანში ან ასრულებენ ვარჯიშებს მცველების მეთვალყურეობის ქვეშ.

ციხის სასადილო ოთახები, დასასვენებელი ოთახები, სპორტული დარბაზი და სამაგიდო თამაშები მხოლოდ მცველებისთვისაა განკუთვნილი.

წყარო

იხილეთ ასევე: