ავტორი:

"ყველა საჭირო პროცედურას გავივლი" - სერენაი სარიქაიას პირველი კომენტარი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალზე

"ყველა საჭირო პროცედურას გავივლი" - სერენაი სარიქაიას პირველი კომენტარი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალზე

თურქულ მედიაში დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია თურქი ვარსკვლავების, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების დაკავებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება ნარკოტიკებთან ბრძოლის კამპანიას, რომლის ფარგლებში უკვე არაერთი ცნობილი ადამიანი დააკავეს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული შემოწმების მიზნით.

  • ამჯერად დაკავებულებს შორის სერენაი სარიქაიას სახელიც ფიგურირებდა.

როგორც ირკვევა, სერენაი ჯერჯერობით დაკავებული არ არის, რადგან ის საზღვარგარეთ იმყოფება. თუმცა გაცემულია მისი დაკავების ორდერი. მსახიობმა ყველა გეგმა გააუქმა და სამშობლოში ბრუნდება.

ამის შესახებ სარიქაიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით აცნობა ათასობით გულშემატკივარს.

"გამარჯობა... გავაუქმე ყველა გეგმა... რაც შეიძლება მალე დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში და ყველა საჭირო პროცედურას გავივლი, როგორც ამას ყველა აკეთებს... კარგად ვარ, პრობლემა არ მაქვს. მადლობა ყველას, ვინც ღელავს ჩემზე", - წერს მსახიობი.