ავტორი:

ცნობილი მოკრივის, ტაისონ ფიურის 16 წლის მილიონერი ქალიშვილი სასახლეში ცხოვრებაზე უარს ამბობს და ქმართან ერთად ფურგონში გადადის - სკანდალური ქორწილის ხმაურიანი გაგრძელება

ცნობილი მოკრივის, ტაისონ ფიურის 16 წლის მილიონერი ქალიშვილი სასახლეში ცხოვრებაზე უარს ამბობს და ქმართან ერთად ფურგონში გადადის - სკანდალური ქორწილის ხმაურიანი გაგრძელება

კრივის ვარსკვლავის, ტაისონ ფიურის 16 წლის ქალიშვილი, სახელად ვენესუელა დაქორწინდა. ის 18 წლის ნოა პრაისს გაჰყვა ცოლად. ნეფე-დედოფალს 7 მლნ დოლარის ღირებულების საჩუქრები აჩუქეს.

გამოცემა The Sun წერს, რომ წყვილმა საჩუქრად ბოშური სტილის ფურგონი, ეტლი და თაფლობის თვის სამოგზაურო ძვირადღირებული პაკეტი მიიღო.

მედია წყვილის საოცრად ძვირად ღირებულ საჩუქრებზე წერს. როგორც ცნობილი ხდება, 16 წლის გოგონა აპირებს დატოვოს ფიურების ოჯახის სასახლე და საცხოვრებლად ტრადიციულ ბოშურ ფურგონში გადავიდეს.

@venezuelaffury still so obsessed 😍#foryoupage #venezuelafury #lovemyhusband #newhome ♬ original sound - Snow_editz0

The Sun-ის ინფორმაციით, ვარსკვლავმა მოკრივემ და მისმა ცოლმა ახალდაქორწინებულებს 5 მილიონი ფუნტი აჩუქეს.

„ცხადია, ისინი მეცხრე ცაზე იყვნენ. ოჯახის ზოგიერთი წევრი მიიჩნევდა, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა ახალგაზრდა წყვილისთვის, თუმცა ეს მშლების გადასაწყვეტია“, - აცხადებს წყარო The Sun-თან.

• ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მშობლებმა დაახლოებით 30 000 ფუნტი დახარჯეს ვენესუელასა და ნოას თაფლობის თვისთვის და მათ ტრადიციული ფურგონიც აჩუქეს, რომელშიც როგორც წესი ახალგაზრდა ბოშა წყვილები იწყებენ ცხოვრებას.

ახლად დაქორწინებულები საცხოვრებლად გადასვლას აღმოსავლეთ იორკშირში გეგმავენ.

„ვენესუელას სურს დაიწყოს ცოლქმრული ცხოვრება ტრადიციულად, ისევე როგორც მისმა მშობლებმა დაიწყეს. ის დაბადებიდან ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ მზად არის სასახლის კომფორტი სტაციონარულ ფურგონში ცხოვრებაზე გაცვალოს“, - განუცხადა წყარომ The Sun-ს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფურგონში სულაც არ იგულისხმება ის მინიმალიზმი, სადაც საშუალო ფენის წყვილები ცხოვრობენ. წყვილის ახალ საცხოვრებელს აქვს ღია დაგეგმარების სამზარეულო და მისაღები ოთახი, ასევე ორი საძინებელი და ძალიან ელეგანტური აბაზანა.

მას შემდეგ, რაც ამის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ვენესუელამ დღეს TikTok-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რათა დაეზუსტებინა, რომ „ეს არ არის ვაგონი“.

“ეს არის შალე, იგივე სახლი. გმადლობთ,“ - თქვა მან.

@parisvenezuela

♬ original sound - venezuela 🇻🇪

• როგორ შეძლო 16 წლის ვენესუელამ კანონიერად დაქორწინებულიყო 19 წლის ნოაზე?

ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ როგორ შეძლო არასრულწლოვანმა დაქორწინება რჩეულზე.

2023 წელს ინგლისსა და უელსში უკანონო გახდა 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირის დაქორწინება. მინიმალურმა ასაკმა 16-დან 18 წლამდე აიწია. კანონის მიხედვით, 16 და 17 წლის პირებს კატეგორიულად ეკრძალებათ ქორწინება, თუნდაც მშობლების თანხმობით. ნებისმიერ ვითარებაში ბავშვების ქორწინების ორგანიზება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფანები აპროტესტებდნენ ვენესუელას და ნოას ქორწილს. თუმცა პასუხი მათ ქორწილის ადგილმდებარეობაშია — მენის კუნძული.

როგორც აღმოჩნდა მენის კუნძულზე ქორწინების მინიმალური კანონიერი ასაკი 16 წელია და არა 18.

წყარო

იხილეთ ასევე: