ავტორი:

წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის სკოლაში "ბოლო ზარი" ერთადერთი მოსწავლისთვის დაირეკა

წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის სკოლაში "ბოლო ზარი" ერთადერთი მოსწავლისთვის დაირეკა

წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის სკოლას ერთადერთი კურსდამთავრებული ჰყავს - "ბოლო ზარი" მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის - ლეილა კილაძისთვის დაირეკა.

ამის თაობაზე სოციალურ ქსელში სკოლის "ფეისბუქგვერდი" წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს:

"ბოლო ზარი გეზრულის საჯარო სკოლაში!​

დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, სევდიანი და ამავდროულად, ძალიან საამაყო დღეა. წელს "ბოლო ზარი" მხოლოდ ერთი მეთორმეტეკლასელისთვის - ჩვენი საყვარელი ლეილა კილაძისთვის დაირეკა!​

შეიძლება საკლასო ოთახში მარტო იჯდა, მაგრამ მის ზურგს უკან მთელი სკოლის დიდი სიყვარული და მხარდაჭერაა.​

ლეილა არის გოგონა, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს თავი შეაყვარა თავისი:​ შრომისმოყვარეობითა და სწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესით;​ ბეჯითი, მიზანდასახული ხასიათით;​თბილი ღიმილითა და იმ ენერგიით, რომლითაც სკოლის ყოველ დღეს აფერადებდა.​

სკოლის წლები დასრულდა, ახლა კი ახალი, დიდი გამოწვევების დროა!

წინ ერთიანი ეროვნული გამოცდებია.

ჩვენო ლეილა, გეზრულის საჯარო სკოლის სახელით, გისურვებთ დიდ წარმატებას! ჩვენ მტკიცედ გვჯერა შენი ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და ძალების. დარწმუნებულები ვართ, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ და კიდევ ბევრჯერ გვასახელებ.​გზა მშვიდობისა, ჩვენო ერთადერთო და გამორჩეულო კურსდამთავრებულო".

  • ambebi.ge ულოცავს ლეილას და ყველა კურსდამთავრებულს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და წარმატებას უსურვებს!

იხილეთ ასევე: